მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კორონავირუსის ეპიცენტრი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება: ვითარება უჰანში

© AP Photo / Kin Cheungკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით,   ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ჩინეთში Covid 19–ის მხოლოდ 24 შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანში, სადაც იფეთქა კიდეც კორონავირუსულმა ინფექციამ, ეპიდემიური ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ფონზე ძირითადი საწარმოები მუშაობას აღადგენენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჰუბეის პროვინციის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით. 

საავადმყოფო უჰანში - Sputnik საქართველო
ჩინეთი კორონავირუსს ამარცხებს: უჰანში ბოლო დროებითი ჰოსპიტალი დაიხურა – ვიდეო

პირველ რიგში ჩვეულ რეჟიმს ეროვნული ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი საწარმოები დაუბრუნდებიან. ესენია სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტების, დამცავი და სადეზინფექციო საშუალებების მწარმოებელი კომპანიები.     

სრულყოფილი მუშაობის განახლებას შეძლებენ დაწესებულებები, რომელთა საქმიანობაც აუცილებელია ქალაქის კომუნალური მომსახურების ნორმალური ფუნქციონირებისა და მოსახლეობის პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველსაყოფად. მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან მაღაზიები და სუპერმარკეტებიც.

აღინიშნება, რომ საწარმოები, რომლებიც მნიშვნელოვანია  ეროვნული და გლობალური წარმოების ჯაჭვის შესანარჩუნებლად, მუშაობის განახლებას სპეციალური ნებართვის შემდეგ შეძლებენ.

სხვა კომპანიებს კი საქმიანობას განაახლებენ არა უადრეს 20 მარტისა.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით,   ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ჩინეთში Covid 19–ის მხოლოდ 24 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 10 — შეტანილია. ამ საერთო რიცხვიდან 13 შემთხვევა გამოვლინდა დაავადების ეპიცენტრში, ჰუბეის პროვინციაში, 6 — პეკინში, 2 — შანხაიში, ერთი შალდუნის და ერთიც განსაუს პროვინციებში. დანარჩენ 25 რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ფაქტი არ დადგენილა.

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის ცნობით, ამ დროისათვის მსოფლიოს 115 ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 119 476 ფაქტია დადასტურებული. აქედან გარდაიცვალა 4 291 და  გამოჯანმრთელდა 65 900 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0