Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსმა ჩაშალა კონფერენცია, რომელიც კორონავირუსს ეძღვნებოდა

© REUTERS / Stringerდეზინფექცია
დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ნიუ–იორკში ჩაიშალა ყოველწლიური ავტოსალონი, რომელიც, საავტომობილო ლიდერების ასოციაციის განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო. 

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭომ (CFR) ნიუ–იორკში დაგეგმილი მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „ბიზნესის წარმოება კორონავირუსის დროს“, კორონავირუსის ინფექციის გამო გააუქმა, იუწყება სააგენტო Bloomberg–ი.  

ოლიმპიადა - Sputnik საქართველო
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადა შესაძლოა გადაიდოს

ამასთან CFR–მა ასევე გააუქმა სხვა კონფერენციები და ღონისძიებებიც, რომლებიც 11 მარტიდან 3 აპრილამდე პერიოდში იყო დაგეგმილი. 

მანამდე ნიუ–იორკში ჩაიშალა ყოველწლიური ავტოსალონი, რომელიც, საავტომობილო ლიდერების ასოციაციის განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო. 

Bloomberg News–ის ინფორმაციით, აშშ–ში კორონავირუსის გავრცელების გამო, დღეისათვის უკვე 50–ზე მეტი მსხვილი კორპორატიული ღონისძიებაა გაუქმებული, რომლებსაც 1 მილიონამდე ადამიანი უნდა დასწრებოდა. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ამ დროისათვის აშშ–ში COVID 19–ის 1 037 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 28 და გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.  

ბოლო ინფორმაციით, სულ მსოფლიოს 115 ქვეყანაში დაფიქსირებულია COVID 19–ის 119  239 შემთხვევა. გარდაცვლილია 4 287 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 65 787 პაციენტი.


ყველა ახალი ამბავი
0