მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საარჩევნო ციებ-ცხელება: ცნობილია დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პრაიმერიზების შედეგები

© AP Photo / Jose Luis Maganaდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ში რიგით 59–ე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერსაა დაგეგმილი, წინასწარ არჩევნებში ლიდერობენ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. აშშ–ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ხუთ შტატში ჩატარებული პრაიმერიზებიდან (პირველადი არჩევნები) ხუთივეში გაიმარჯვა, იუწყება მედია. 

გავრცელებული ინფორმაციით, 10 მარტს პრაიმერიზები აიდაჰოს, ვაშინგტონის, მისისიპის, მისურისა და მიჩგანის შტატებში გაიმართა.

ამერიკის ლიდერმა ცალ-ცალკე გადაუხადა მადლობა აღნიშნული შტატების მოსახლეობას და Twitter–ის საკუთარი გვერდიდან.

​აღინიშნება, რომ რესპუბლიკურ პარტიის შიგნით ტრამპს რეალური მოწინააღმდეგეები არც ჰყავს.

რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს, მათ შორის ლიდერობს აშშ–ის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. აიდაჰოს პრაიმერიზებში გამარჯვების შემდეგ მან მკვეთრად გაუსწრო თანაპარტიელ კონკურენტ ბერნი სანდერსს.

Fox News–ის ანალიზის თანახმად, ამ დროისათვის ბაიდენს 832, ხოლო სანდერსს 663 დელეგატი ჰყავს. მანამდე, 18 შტატში ჩატარებული პრაიმერიზების შედეგებით, ეს მაჩვენებელი 670–ს შეადგენდა 574–ის წინააღმდეგ.

იმისათვის, რომ პრეზიდენტად იყაროს კენჭი, კანდიდატმა 2979 დელეგატიდან მინიმუმ 1991 ხმა უნდა დააგროვოს — იმ, ეგრეთ წოდებული,  771 სუპერდელეგატის ხმის გაუთვალისწინებლად, რომლებიც პრამერიზში არ ნაწილდება.

აშშ–ში რიგით 59–ე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერსაა დაგეგმილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0