მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: კომპანია Google-ს თანამშრომლები შინიდან მუშაობაზე გადაჰყავს

გამოწერა
აღსანიშნავია, რომ მანამდე საკუთარ თანამშრომლებს შინიდან მუშაობის რეკომენდაცია მისცა ასევე კომპანია Twitter-მა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ცნობილმა კომპანიამ Google ჩრდილოეთ ამერიკაში საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად, შინიდან მუშაობის რეკომენდაცია მისცა, რათა მათი ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების რისკი შემცირდეს, იუწყება ტელეარხი CNBC კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID-19: უახლესი ცნობები და კითხვებზე პასუხები ჯანმოსგან

„ჩრდილოეთ ამერიკაში ყველა ოფისს მიცემული აქვს შინიდან მუშაობის რეკომენდაცია... ჩვენი მიზანია შევამციროთ ადამიანების რაოდენობა ოფისებში, რაც, ექსპერტების თქმით, COVID-19-ის გავრცელების რისკს დასწევს“, — ციტირებს ტელეარხი Google-ის წარმომადგენელს.

CNBC-ს ინფორმაციით, სულ კომპანიის ჩრდილოეთ ამერიკის ოფისებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მუშაობს.  

აღსანიშნავია, რომ მანამდე საკუთარ თანამშრომლებს შინიდან მუშაობის რეკომენდაცია მისცა აგრეთვე კომპანია Twitter-მა. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტენფორდის უნივერსიტეტიც. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 115 ქვეყანაში 119 108 კაცს აღწევს. აქედან გარდაცვლილია 4 284 და გამოჯანმრთელებულია 65 776 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0