მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-19: მაღალი რანგის ამერიკელი სამხედრო შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული

© Sputnik / Alexander Imedashviliამერიკელი სამხედროები
ამერიკელი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებმა აშშ-ის ყველა სამხედროს მოუწოდეს, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან, აცნობონ კორონავირუსით ინფიცირების ნიშნების შესახებ, რათა არ მოხდეს მისი გავრცელება.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალი კრისტოფერ კავოლი შესაძლოა კორონავირუსით იყოს ინფიცირებული. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა რაიან მაკარტიმ მასმედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

​გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, კავოლი ერთ-ერთ კონფერენციაზე დაინფიცირდა.

რაიან მაკარტის თქმით, ამჟამად მაღალჩინოსანი სამხედრო და მისი შტაბის რამდენიმე წევრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

COVID 19: გამოვლინდა კორონავირუსის ახალი სიმპტომები>>

ექიმებმა აშშ-ის ყველა სამხედროს მოუწოდეს, რომლებიც ახლა საზღვარგარეთ იმყოფებიან, აცნობონ კორონავირუსით ინფიცირების ნიშნების შესახებ, რათა არ მოხდეს მისი გავრცელება.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს 115 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 114 457 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ჩინეთზე 80 756 მოდის, სადაც ეს მაჩვენებელი ბოლო დღეებში უმნიშვნელოდ იზრდება. COVID-19-ის შემთხვევები იზრდება: იტალიაში, სადაც უკვე 9 172 ადამიანია ინფიცირებული, სამხრეთ კორეაში (7 513 ინფიცირებული), ირანში (7 161), საფრანგეთში (1 412), ესპანეთში (1 231), გერმანიასა (1 224) და აშშ-ში (754). სულ მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 4 026 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 64 169 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0