სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთსა და მსოფლიოში - 8 მარტის მონაცემები

© Sputnik / STRINGERტურისტები თბილისის აეროპორტში
ტურისტები თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, დაბრუნებიდან 14 დღეში არ იკონტაქტონ გარშემომყოფებთან.

 

თბილისი, 8 მარტი - Sputnik. დღევანდელი დილის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 105 527 ადამიანს შეადგენს, აქედან გარდაიცვალა 3507. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის გვერდზე აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსი აღმოჩენილია მსოფლიოს 101 ქვეყანაში.

ჩინეთში ოფიციალურად კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი 80 695-ია, მათგან 3 583 გარდაიცვალა, 57 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა და გამოეწერა საავადმყოფოებიდან.

ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში გამოვლინდა დაავადების 44 ახალი შემთხვევა. 27 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1661 გამოჯანმრთელდა და გაწერეს საავადმყოფოებიდან.

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დარეგისტრირდა კორონავირუსის 367 ახალი შემთხვევა რის შედეგადაც ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი 7134-მდე გაიზარდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 50 შეადგინა.

ირანში დაავადებულთა საერთო რიცხვმა 5 183 ადამიანი შეადგინა, დაღუპულია 145 ადამიანი.

ნიუ-იორკი, Madison Square Garden - Sputnik საქართველო
 კორონავირუსის გამო ნიუ-იორკში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა

იტალიაში დაავადებულთა საერთო რიცხვმა 4 636 კაცი შეადგინა ხოლო დაღუპულია 197 ადამიანი.

8 მარტისათვის საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 13 ადამიანს, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ შეწყვიტა ავიამიმოსვლა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე დაიკეტა სახმელეთო საზღვარი. გარდა ამისა ქვეყანაში შემოღებულია აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებულ პირთათვის.

ქვეყანაში 16 მარტამდე დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს თეატრები და მუზეუმები. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თავშეყრის ადგილებში მუდმივად ტარდება დეზინფექცია. 

ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, თუმცა უცხოეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ 14 დღის მანძილზე აკრძალონ კონტაქტები სხვა ადამიანებთან, ხოლო საქართველოში მყოფებმა, აუცილებელი საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ უცხოეთში მოგზაურობისგან.

ყველა ახალი ამბავი
0