ჩინეთში სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსის კარანტინისათვის გამოიყენებოდა

© photo: Sputnik / Anna Ratkoglo / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, სასტუმროს ნანგრევების ქვეშ შესაძლოა მოქცეული იყოს 70-მდე ადამიანი, რომელთა სამაშველო ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

თბილისი, 7 მარტი - Sputnik. ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციაში - ფუცძიანში დღეს სასტუმრო ჩამოინგრა, რომელიც კორონავირუსით დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირების საკარანტინო ზონად გამოიყენებოდა, იტყობინება საინფორმაქციო სააგენტო „რია ნოვოსტო“ გაზეთ „სინცზინბაოზე“ დაყრდნობით.

სასტუმრო Xinjia Express-ის შენობა ქალაქ ციუნჩჟაოს ოლქში შაბათს, ადგილობრივი დროით 19:15 საათზე ჩამოინგრა.

წინასწარი მონაცემებით სასტუმროს ნანგრევებს ქვეშ შესაძლოა მოქცეული იყოს 70-მდე ადამიანი. ამ დროისათვის მაშველებმა 28 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს.

სასტუმროს ნგრევის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი, ისევე როგორც დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა. ამ დროისათვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ამ დროისათვიას უკვე 103 ათას გასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ ორ სახელმწიფოში: კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0