მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ნუ მოინახულებთ მოხუცებს“: ემანუელ მაკრონი ფრანგებს მოუწოდებს

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 423 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ეცადეთ შეძლებისდაგვარად იშვიათად ესტუმროთ მოხუცებს კორონავირუსის საფრთხის გამო, მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის მოსახლეობას. 

აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა მოხუცებულთა სახლში ყოფნის დროს გააკეთა, რაც კორონავირუსით გამოწვეულ საფრთხეებს უკავშირდებოდა. მაკრონის ვიზიტი ტელეარხ BFMTV-ს ეთერით გადაიცემოდა. 

​„ამ ეპიდემიის დროს უპირველესად საჭიროა მაქსიმალურად შეიზღუდოს ვიზიტები. და მე ვთხოვ ყველა მოქალაქეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და გაიღონ ეს მსხვერპლი. ვიცი, რომ ზოგჯერ ეს ძნელია, მაგრამ საჭიროა, რომ თავი შევიკავოთ ჩვენი მოხუცების მონახულებისგან“, — განაცხადა ემანუელ მაკრონმა. 

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 100 052 კაცს შეადგენს. აქედან 80 556 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 593 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 — იტალიაზე, 4 747 — ირანზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 398 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 671 პაციენტი.

კიდევ ერთი მეთოდი COVID-19-სგან თავდასაცავად: სახიფათო ნივთები>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ კლება დაიწყო, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ ასზე ცოტა მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 ათასს შეადგენდა. 

ამ დროისთვის საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 423 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გარდაიცვალა 7, გამოჯანმრთელდა 12 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0