მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთი COVID-19-ის ვაქცინის გამოცდას, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყებს

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში დაავადება 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკურ გამოცდებს ჩინეთი, სავარაუდოდ, აპრილში დაიწყებს, განაცხადა ჩინეთის სამედიცინო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის დირექტორმა ჩჟენ ჩჟუნვეიმ. 

მანეკები საქორწილო კაბითა და ნიღბით - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი მეთოდი COVID-19-სგან თავდასაცავად: სახიფათო ნივთები

მანამდე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მდივნის მოადგილემ, აკადემიკოსმა ჩჟოუ ციმ განმარტა, რომ COVID-19-ის გამომწვევ ვირუსში მომხდარმა მუტაციებმა ვაქცინის შემუშავების პროცესს ხელი ვერ შეუშალა.

„ჩვენი შეფასებით, არის იმედი იმისა, რომ აპრილში ვაქცინების ნაწილმა კლინიკური გამოცდები გაიაროს, ან საგანგებო ვითარებაში გამოვიყენოთ“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ჩჟენ ჩჟუნვეიმ. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია AnGes-მა და ოსაკის უნივერსიტეტმა ახალი კორონავირუსი COVID-2019-ის წინააღმდეგ დნმ-ვაქცინა შეიმუშავეს. კომპანიის პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ასეთი ვაქცინის შექმნა უფრო მოკლე დროშია შესაძლებელი, ვიდრე ვირუსული ცილისგან, საშიში პათოგენების გამოყენების გარეშე. 

კიდევ უფრო ადრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალო პრეპარატები, სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში იქნება მზად, ხოლო რაც შეეხება ვაქცინას, მისი გამოცდები უახლოეს კვირებში დაიწყება და ის, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.  

სასწრაფო დახმარების ბრიგადა აეროპორტში - Sputnik საქართველო
ერთადერთი რეალური იარაღი COVID-19-თან ბრძოლისთვის: ეპიდემიოლოგების აზრი

ამ დროისათვის ახალი ტიპის კორონავირუსი COVID-19 უკვე მსოფლიოს 76 ქვეყანაშია გამოვლენილი. აღსანიშნავია, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში დაავადება 12 ქვეყანაში დაფიქსირდა.  

ინფიცირების საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით ამ დროისათვის 98 704 კაცს შეადგენს. აქედან 80 556 მატერიკულ ჩინეთზე მოდის, 6 593 — სამხრეთ კორეაზე, 3 858 იტალიაზე, 3 513 — ირანზე, ხოლო დანარჩენი შემთხვევები სხვადასხვა ქვეყნებშია გამოვლენილი. სულ გარდაიცვალა 3 383 კაცი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 55 497 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდემიამ კლება დაიწყო, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მხოლოდ ასზე ცოტა მეტი შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც ერთი თვის წინ ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3 ათასს შეადგენდა. 

ყველა ახალი ამბავი
0