მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იდლიბის პრობლემა: ერდოღანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვს ეწვია

© photo: Sputnik / Aleksey Nikolskyi / გადასვლა მედიაბანკშიПрезидент РФ Владимир Путин и президент Турции Реджеп Тайип Эрдоган во время встречи
Президент РФ Владимир Путин и президент Турции Реджеп Тайип Эрдоган во время встречи - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე მოსკოვსა და ანკარაში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა ექსპერტების დონეზე, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი მოსკოვს ეწვია, სადაც დღესვე, მოგვიანებით, რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს შეხვდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

თურქული სამხედრო ავტომობილები სირიაში - Sputnik საქართველო
რუსეთი თურქულ არმიას სირიაში უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები იმსჯელებენ, როგორ შეიძლება გადაიჭრას სირიის პროვინცია იდლიბის გარშემო არსებული პრობლემები.

თურქული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა, თავდაცვის, ფინანსთა მინისტრები და ასევე ეროვნული დაზვერვის შეფი.

მანამდე მოსკოვსა და ანკარაში რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა ექსპერტების დონეზე, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა და ამიტომ საკითხი პრეზიდენტების დონეზე გახდა განსახილველი.

ვითარების გამწვავება იდლიბში 

„ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ტერორისტებმა 27 თებერვალს სირიის არმიის პოზიციებზე ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს. სამთავრობო ჯარებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქვეშ მოყვნენ თურქი სამხედროებიც, რომლებიც იმ ადგილზე არ უნდა ყოფილიყვნენ. შედეგად – დაიღუპა 36 თურქი სამხედრო. რუსულმა მხარემ ყველა ზომა მიიღო, რათა სირიის მხარეს ცეცხლი სრულად შეეწყვიტა და თურქეთს დაჭრილებისა და დაღუპულების ევაკუაცია მოეხერხებინა. უწყებაში ხაზგასმით განმარტეს, რომ რუსული არმია აღნიშნულ რაიონში არ გამოყენებულა.

ინციდენტი თურქ სამხედროებთან დაკავშირებით: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განმარტავს>>

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მანამდე განაცხადა, რომ ანკარა არ ასრულებდა იდლიბის შესახებ საკვანძო ვალდებულებებს. კერძოდ, ის არ აშორიშორებდა შეიარაღებულ ოპოზიციას (რომელიც მზად იყო მთავრობასთან დიალოგისთვის) ტერორისტებისგან.

რუსეთ-თურქეთის 2018 წლის 18 სექტემბრის მემორანდუმში, რომელიც ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ თაიიფ ერდოღანის შეხვედრის შედეგად გაფორმდა, საუბარია თურქი სამხედროების ყოფნაზე სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე იმ პირობით, რომ იდლიბის დეესკალაციის ზონიდან ყველა რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება გაყვანილი იქნებოდა 2018 წლის 15 ოქტომბრამდე. ამ ზონის საზღვრებში ასევე შეთანხმებული იყო „ეფექტური ზომები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის სტაბილური რეჟიმის უზრუნველსაყოფად“. მემორანდუმის მეშვიდე პუნქტი მოიაზრებდა ამ რაიონში ერთობლივ რუსულ-თურქულ პატრულირებასაც.

ყველა ახალი ამბავი
0