ხსნის სტრესს და აწესრიგებს ძილს: მეცნიერთა მოულოდნელი დასკვნა

© unsplash/ Nik Shuliahin თავის ტკივილი
თავის ტკივილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც პრებიოტიკულ კვებაზე იმყოფებოდნენ, უფრო სწრაფად გამოდიოდნენ სტრესიდან, ვიდრე სტანდარტულ კვებაზე მყოფები.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევით დადგინდა, რომ პრებიოტიკები, რომლებიც საჭმლის მონელებას უზრუნველყოფს, ასევე სტრესთან გამკლავებასა და ძილის გაუმჯობესებაში გვეხმარება. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Scientific Reports.

ყველასათვის ცნობილია, რომ პრებიოტიკებს — სასარგებლო ბაქტერიებს ისეთი ფერმენტირებული პროდუქტები შეიცავს, როგორებიცაა იოგურტი თუ კომბოსტოს მწნილი. თუმცა არსებობს ისეთი პრებიოტიკებიც, საკვების ბოჭკოვანი კომპონენტები, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი ვერ ამუშავებს და არ შეიწოვს, მაგრამ ჩვენი 

Боли в животе и недомогание - Sputnik საქართველო
ინგლისელი პროფესორის ხუთი მარტივი წესი: თუ ნაწლავების პრობლემა გაქვთ
მიკრობიომისთვის საკვებს წარმოადგენს. ეს ბაქტერიები უზრუნველყოფს საჭმლის გადამუშავებას და ამასთანავე აძლიერებს იმუნიტეტს. პრებიოტიკული ბოჭკოებით განსაკუთრებით მდიდარია პრასი, არტიშოკი, კომბოსტო, მთელმარცვლიანი პროდუქტები. 

შეცვალეთ მედიკამენტები შვრიის ფაფით – გერმანელი ექიმის რეკომენდაციები>>

კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ როგორ აისახება ადამიანის ნერვულ სისტემაზე პრებიოტიკული ბოჭკოების ნაწლავის ბაქტერიებზე მოქმედება. ამისათვის ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩაატარეს, რომელთაგან ზოგს სტანდარტულად კვებავდნენ, ზოგს კი სტანდარტულ საკვებში პრებიოტიკებსაც უმატებდნენ. ამის პარალელურად ვირთხებში იწვევდნენ სტრესს და აკვირდებოდნენ ცხოველების მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პარამეტრებს სტრესამდე და მის შემდეგ. გარდა ამისა, აკონტროლებდნენ ძილის პროცესსაც.

აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტის დროს ვირთხებს ოთხ სპეციფიკურ პრებიოტიკს აძლევდნენ დიდი დოზებით: გალაქტოოლიგოსაქარიდებს, რომელიც ოსპსა და კომბოსტოში შედის; პოლიდექსტროზას, ეს არის საკვები დანამატი, რომელსაც ხშირად დამატკბობლად იყენებენ; ლაქტოფერინს, რომელიც დედის რძეშია აღმოჩენილი; და რძის ცხიმების სფერულ ცილებს, რომლითაც რძის პროდუქტებია მდიდარი.

ჯანსაღი კვება - Sputnik საქართველო
ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა ბუნებრივი გზით: სპეციალისტები ოთხ პროდუქტს ასახელებენ

შედეგებმა აჩვენა, რომ ის ვირთხები, რომლებიც პრებიოტიკულ კვებაზე იმყოფებოდნენ, უფრო სწრაფად გამოდიოდნენ სტრესიდან, ვიდრე სტანდარტულ კვებაზე მყოფი მღრღნელები. ამასთან, მათ დაუფიქსირდათ სხეულის მერყევი ტემპერატურა და ნაწლავის მიკრობიოზის ჯანსაღი მრავალფეროვნების დარღვევა.

მას-სპექტრომეტრიის გამოყენებით მკვლევარები ვირთხების ფეკალიებში მეტაბოლიტების მოცულობასა და შემადგენლობასაც აკონტროლებდნენ. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ჯგუფის ვირთხებში მეტაბოლიტების შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. პრებიოტიკურ დიეტაზე მყოფი ცხოველების მეტაბოლიტებში უფრო მეტი ცხიმოვანი მჟავები, შაქარი და სტეროიდები აღმოაჩინეს, ვიდრე ჩვეულებრივ საკვებზე მყოფთა მეტაბოლიტებში, რაც ნაწლავებიდან ტვინში სიგნალების გადაცემის გზით გავლენას ახდენს ქცევაზე.

დასახელდა ფსიქიკისთვის განსაკუთრებით სახიფათო დიეტები: ხუთწლიანი კვლევა>>

აღნიშნული კვლევის შედეგები პრებიოტიკების მოქმედების ახალ მოულოდნელ მხარეს ხსნის. ავტორების აზრით, ეს კვლევა სტრესისა და ცუდი ძილის წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარებათ.

ყველა ახალი ამბავი
0