აღმოჩენილია შიზოფრენიის ახალი ტიპი: მეცნიერული კვლევა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიდაკვირვება თავის ტვინზე
დაკვირვება თავის ტვინზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერული კვლევით დადგინდა, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა 40%-ს თავის ტვინის გარე დარღვევები პრაქტიკულად არ ჰქონდა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა შიზოფრენიის ახალი ტიპი აღმოაჩინეს. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია პორტალზე Medical Xpress.

გავრცელებული ინფორმაციით, პენსილვანიის უნივერსიტეტის პერელმანის მედიცინის სკოლის სპეციალისტთა ჯგუფმა პროფესორ ქრისტოს დავათციკოსის

აცრა - Sputnik საქართველო
დადასტურებულია მეცნიერულად: ბავშვობაში გაკეთებული ზოგი აცრა კიბოს ებრძვის
ხელმძღვანელობით ექსპერიმენტის მონაწილეებს თავის ტვინის MRI გადაუღეს. მათგან 300 ადამიანი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ხოლო 364 — ჯანმრთელი. 

ექიმები ეყრდნობოდნენ იმ წინაპირობას, რომ შიზოფრენიის დროს რუხი ნივთიერების საერთო რაოდენობა მცირდება, რაც კოგნიტიური ფუნქციების დარღვევას იწვევს.  

მაგრამ გაირკვა, რომ შიზოფრენიით დაავადებულთა 40%-ს თავის ტვინის გარე დარღვევები პრაქტიკულად არ ჰქონდა. ტვინს შენარჩუნებული ჰქონდა ადრინდელი ზომები, ხოლო სტრუქტურა და მასის მაჩვენებელი არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი ადამიანის ტვინის ანალოგიური პარამეტრებისგან.

არ გამოიყენოთ ყურის საწმენდი ჩხირები: მეცნიერები საშიშ ინფექციაზე გვაფრთხილებენ>>

ამასთან, პრობლემები გამოვლინდა ზოლიანი სხეულის ზრდაში, რომელიც რთული მოძრაობების კონტროლში მონაწილეობს. მისი მუშაობის დარღვევა იწვევს ტურეტის სინდრომს, პარკინსონის დაავადებასა და უამრავ სხვა დარღვევას.

დავათციკოსის თქმით, მათი კვლევა შესაძლებელს გახდის, რომ მომავალში მედიკოსებმა პირდაპირ შიზოფრენიის დიაგნოზი კი აღარ დასვან, არამედ მისი ქვეტიპი ან პათოლოგიური პატერნი გამოავლინონ.

ყველა ახალი ამბავი
0