მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

COVID-2019-ის საფრთხე: ბორის ჯონსონი ბრიტანელებს ხელების დაბანას ასწავლის

© AFP 2024 / Daniel LEAL-OLIVAS ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრის კანცელარიის განცხადებით, „არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში კორონავირუსი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდეს“.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი დღეს კორონავირუსთან ბრძოლის სამთავრობო გეგმას წარმოადგენს, მანამდე კი საზოგადოებას ასწავლის, როგორ უნდა დაიბანონ ხელები. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
COVID 2019: აშშ სამკურნალო პრეპარატებისა და ვაქცინის ხელმისაწვდომობის თარიღებს ასახელებს

პრემიერ–მინისტრის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ უახლოეს დღეებსა და კვირებში კორონავირუსი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდეს“. გამომდინარე აქედან, ბრიტანეთი მიმდინარე კვირაში მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რათა მოსახლეობას აუხსნან, როგორ უნდა დაიცვან თავი COVID-2019-სგან.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ ძალებშია. ვირუსთან საბრძოლველად ხელების საპნითა და წყლით დაბანა იმდენი ხნის განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს, რა დროც სიმღერა Happy birthday to you-ს ორჯერ შესრულებას სჭირდება“, — აცხადებს პრემიერი ჯონსონი.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 936 ადამიანს მიაღწია. აქედან ჩინეთზე 80 151 შემთხვევა მოდის. ინფიცირებულთა რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა (4 812 კაცი), მესამეზე ირანი (1501), ხოლო მეოთხეზე იტალია (2036). სულ ინფიცირებულთაგან გარდაიცვალა 3 117 ადამიანი, გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 47 995 პაციენტი.

საქართველოში ამ დროისათვის დადასტურებულია COVID-2019-ის სამი შემთხვევა.   

 

ყველა ახალი ამბავი
0