ვინ უფრო თავაზიანია: დადგინდა კავშირი ავტომობილის ფასსა და მძღოლის თავხედობას შორის

CC0 / Pixabay / Ferrari 458
Ferrari 458 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც ლას-ვეგასის ერთ-ერთი ქუჩის არარეგულირებად გადასასვლელზე ოთხი ადამიანი გადადიოდა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ძვირადღირებული ავტომობილების მძღოლები ყველაზე ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს, ასკვნიან ნევადის უნივერსიტეტის სწავლულები, რომელთა კვლევაც Journal of Transport & Health-შია გამოქვეყნებული. 

Mustang Shelby GT500 - Sputnik საქართველო
გადამზიდავს ძარიდან ორი ძვირადღირებული სპორტული Mustang Shelby გადმოუვარდა: ვიდეო

მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს, რა დროსაც ლას-ვეგასის ერთ-ერთი ქუჩის არარეგულირებად გადასასვლელზე ოთხი ადამიანი გადადიოდა. ტესტმა აჩვენა, რომ გამვლელი ავტომობილებიდან მხოლოდ მძღოლების 28% უთმობდა გზას ფეხით მოსიარულეებს.  

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ავტომობილის ღირებულებასა და იმის ალბათობას შორის, რომ მძღოლი ქვეითს გზას დაუთმობს, პირდაპირი კავშირი არსებობს.

ირკვევა, რომ მანქანის ღირებულების ყოველი ათასი დოლარი თავაზიანობის ალბათობას 3%-ით ამცირებს. 

გარდა ამისა, მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მძღოლები უფრო ხშირად მაშინ აჩერებდნენ მანქანებს „ზებრაზე“, როდესაც მასზე ქალი ან თეთრკანიანი გადადიოდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0