აღმოჩენილია ქალი, რომლის ორგანიზმშიც მუდმივად წარმოიქმნება ალკოჰოლი

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსები თანამედროვე მედიცინის ისტორიაში პირველად შეეჯახნენ შარდის ბუშტის პათოლოგიას, რომელსაც საფუარის სოკო Candida glabrata იწვევს.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა ექიმებმა 61 წლის ქალს შარდის ბუშტის უნიკალური პათოლოგია აღმოუჩინეს, რის გამოც მისი ორგანიზმი გამუდმებით გამოიმუშავებს ალკოჰოლს, იუწყება ჟურნალი Annals of Internal Medicine.

სტომატოლოგთან - Sputnik საქართველო
ქალს ღრძილებზე თმა ამოუვიდა – უნიკალური შემთხვევა მედიცინაში

გავრცელებული ინფორმაციით, პიტსბურგში მცხოვრები ქალი, ციროზის გამო, ღვიძლის გადანერგვის რიგში იყო. 

ასეთ პაციენტებს კატეგორიულად ეკრძალებათ სპირტიანი სასმელების მიღება, მაგრამ ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ ქალი ალკოჰოლიკი იყო და დანიშნულებას არღვევდა, ვინაიდან მის შარდში ყოველ ჯერზე ვლინდებოდა ალკოჰოლი. 

ასაკოვანი ქალბატონი ექიმებს არწმუნებდა, რომ არ იღებდა სპირტიან სასმელებს, მაგრამ არავინ უჯერებდა მანამ, სანამ დეტალური გამოკვლევა არ ჩაუტარეს და ნამდვილი მიზეზი არ დაადგინეს. 

ქალებს ინსულტის უნიკალური სიმპტომები აქვთ – კატასტროფა თავში

მედიკოსები თანამედროვე მედიცინის ისტორიაში პირველად შეეჯახნენ შარდის ბუშტის პათოლოგიას, რომელსაც საფუარის სოკო Candida glabrata იწვევს. სოკო, ამუშავებდა რა ორგანიზმში მოხვედრილ შაქარს, ეთანოლს წარმოქმნიდა. 

„ჩვენ შევეჯახეთ უნიკალურ სიტუაციას, როდესაც ეთილის სპირტის წარმომქმნელმა საფუარის სოკომ პაციენტის შარდის ბუშტში დაიბუდა და ღვიძლის ალკოჰოლური ციროზი განავითარა“, — განმარტავენ სამეცნიერო სტატიის ავტორები.

ექიმებმა ქალს სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობა დაუნიშნეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვა — სავარაუდოდ, პაციენტის ცუდად კონტროლირებადი დიაბეტის გამო.

 

ყველა ახალი ამბავი
0