მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ლეგენდარული“ სონი: გარდაიცვალა ამერიკის უხუცესი განგსტერი

CC0 / Pixabay / Willgard / Fantasyგანგსტერები
განგსტერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
​ფრანჩეზე კოლომბოს მაფიოზური ოჯახის წევრი 33 წლის ასაკში გახდა. 1990 წლამდე ის მეორე პოზიციას იკავებდა იერარქიაში.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი განგსტერი ჯონ ფრანჩეზე-უფროსი, მეტსახელად სონი, ნიუ-იორკის საავადმყოფოში 104 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება New York Post-ი.

​ფრანჩეზე კოლომბოს მაფიოზური ოჯახის წევრი 33 წლის ასაკში გახდა. 1990 წლამდე ის მეორე პოზიციას იკავებდა იერარქიაში.

განგსტერი არაერთხელ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის – ბანკების ძარცვისა და მკვლელობებისთვის. ბოლოს ის 2011 წელს დააპატიმრეს, მაგრამ 2017 წელს გაათავისუფლეს ციხიდან ასაკის გამო.

ჯონ ფრანჩეზე-უფროსს სამი ვაჟი, ორი ქალიშვილი, არაერთი შვილიშვილი და შვილთაშვილი დარჩა.

 

ყველა ახალი ამბავი
0