მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რეკომენდაციები კორონავირუსის წინააღმდეგ: ჯანდაცვის სამინისტრო ანიმაციურ ფილმებს აქვეყნებს

© REUTERS / CHINA DAILYდეზინფექცია კორონავირუსზე
დეზინფექცია კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიკოსები ურჩევენ მოქალაქეებს, მოერიდონ ხორცპროდუქტებსა და შინაურ თუ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს, რათა მათგან ინფიცირებისგან დაიცვან თავი.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ საკუთარ საიტზე განათავსა ორი ანიმაციური ფილმი კორონავირუსის შესახებ, რომლებშიც მოთხრობილია – რა არის კორონავირუსი და როგორ შეიძლება ინფიცირებისგან თავის დაცვა. 

მაგალითად, უკრაინელებს ურჩევენ, თავი აარიდონ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებსაც ახველებთ და აქვთ მაღალი ტემპერატურის ნიშნები. ამასთან უნდა ატარონ სამედიცინო ნიღბები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, განსაკუთრებით, სამედიცინო დაწესებულებებში, ხშირად დაიბანონ ხელები საპნით ან სპირტის შემცველობის მადეზინფიცირებელი საშუალებებით. 

გარდა ამისა, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, მოერიდონ ხორცპროდუქტებსა და შინაურ თუ გარეულ ცხოველებთან კონტაქტს, რათა მათგან ვირუსის გადაცემა აღკვეთონ. მათთან შეხების შემდეგ აუცილებელია ხელების გულდასმით დაბანა, ხოლო ხორცის მომზადებისას – მისი კარგად დამუშავება-გარეცხვა.  

წაიკითხეთ აქ: ვის ემართება კორონავირუსი - ჯანმოს ექსპერტებმა ახალი დასკვნა გამოაქვეყნეს>>

მედიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, გართულებული სუნთქვის, მაღალი ტემპერატურისა და ხველების შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართონ ექიმს, ვინაიდან ეს შესაძლოა COVID 2019-ით დაავადების პირველი ნიშნები იყოს.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიით, რომელსაც ოფიციალურად ეწოდა COVID 2019, მსოფლიოს მასშტაბით სულ აღირიცხა 81 005 ადამიანის ინფიცირება. აქედან მატერიკულ ჩინეთზე 78 064 შემთხვევა მოდის. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაეწერა სულ 30 109 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 762 კაცს მიაღწია.

 

ყველა ახალი ამბავი
0