მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Covid-19: შეიქმნა კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვაქცინა

© photo: AFP 2020 / STRკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანჰუეის თქმით, პროვინციებისა და ქალაქების უმეტესობაში უკვე ზედიზედ 18 დღეა, რაც ინფიცირების დონის კლება ფიქსირდება.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება Covid-19-ის ეპიდემია მალე დამთავრდება, განაცხადა ჩინეთის ელჩმა მოსკოვში ჩჟან ხანჰუეიმ.

„ვვარაუდობ, რომ, ეპიდემიის ეპიცენტრ ჰუბეის გარდა, დანარჩენ პროვინციებსა და ქალაქებში უკვე ამ თვის ბოლოს აღდგება ნორმალური წესრიგი“, — აღნიშნა ელჩმა პრესკონფერენციაზე.

ხანჰუეის თქმით, პროვინციებისა და ქალაქების უმეტესობაში უკვე ზედიზედ 18 დღეა, რაც ინფიცირების დონის კლება ფიქსირდება. 

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
ჩინეთში კორონავირუსი უკან იხევს? ქვეყნდება ბოლო მონაცემები

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ჩინელმა მეცნიერებმა უკვე შექმნეს ვაქცინა, რომელიც კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს აძლიერებს, თუმცა ის ჯერ კიდევ საჭიროებს დახვეწას. 

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 77 150 კაცს შეადგენს. აქედან ამ ეტაპზე ავადაა 49 824 ადამიანი, მათ შორის, 9 915 კაცი მძიმე მდგომარეობაშია. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 24 734 პაციენტი, გარდაიცვალა 2592. გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 97 ათას ადამიანს, რომლებსაც დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. 

საქართველომ კორონავირუსის გამო ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა>>

აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 409 შემთხვევა გამოვლინდა; აქედან 11 — ჰუბეის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი 398 კი – დაავადების ეპიცენტრად ქცეულ პროვინციაში. ამასთან, ქვეყნის ექვს პროვინციაში ხელისუფლებამ საგანგებო ვითარებაზე რეაგირების უმაღლესი I დონე დასწია — ზოგ მათგანში მეორე, ხოლო ზოგში – მესამე დონემდე.

ყველა ახალი ამბავი
0