სიამოვნებს კაცობრიობის უმეტესობას: მეცნიერებმა უნიკალური არომატი დაასახელეს

CC0 / Pixabay / მცენარე და ნიადაგი ხელის გულზე
მცენარე და ნიადაგი ხელის გულზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევართა თქმით, გეოსმინის სულ ხუთი მოლეკულაა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენმა ყნოსვამ ნიადაგში მისი არსებობა დააფიქსიროს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. უამრავ სასიამოვნო არომატს შორის არსებობს ერთი, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს მოსწონს, წერს პორტალი Med-heal.

ავსტრალიელმა სწავლულებმა ასეთ არომატად ნედლი მიწის სუნი დაასახელეს. 

არომატი - Sputnik საქართველო
დასახელდა მსოფლიოს ყველაზე საზიზღარი სუნის ხუთეული

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მათ გამოიკვლიეს მიზეზები, თუ რატომ მოსწონდა ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას მიწის სუნი და მას პეტრიკორი უწოდეს. ტერმინი ბერძნული სიტყვებისგან — petra (ქვა) და ikhor (ღმერთების სისხლი) არის ნაწარმოები. 

სუნი – ეს პირველი ზარია: რა დაავადებების რისკზე მეტყველებს სხეულის სუნები>>

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ პეტრიკორზე, ანუ მიწის სუნზე პასუხისმგებელია ნივთიერება გეოსმინი, რომელსაც ნიადაგის ბაქტერიები წყლის ზემოქმედებით გამოიმუშავებენ. 

„ნედლი მიწის სუნი მიუთითებს სასიცოცხლოდ აუცილებელი წყლის სიახლოვეზე, რის გამოც ჩვენი ტვინი ავტომატურად მიიჩნევს ამ სუნს სასიამოვნოდ“, — აცხადებენ მეცნიერები. 

მათი თქმით, ამ არომატისადმი დამოკიდებულება იმ დროიდან გადაეცემა თაობიდან თაობებს, რაც დედამიწაზე პირველი ადამიანი გაჩნდა. ამ უზარმაზარი დროის განმავლობაში ადამიანს გამოუმუშავდა თვისება, დააფიქსიროს გეოსმინის არომატი უკიდურესად მცირე რაოდენობითაც კი – ხუთი მოლეკულა ერთ ტრილიონზე.

სიკვდილის სუნი: როგორ გრძნობს ადამიანი აღსასრულის მოახლოებას>>

აღსანიშნავია, რომ ადამიანების გარდა, ნედლი მიწის აღმოჩენის განვითარებული უნარი ჰქონიათ აქლემებსაც, რომლებიც სწორედ ამ უნარის წყალობით პოულობენ გზას ოაზისისკენ. 

მეცნიერების თქმით, ნედლი მიწის სუნი არ მოსწონთ მხოლოდ მათ, ვისაც გეოსმინზე ალერგია აქვთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0