მეუღლე დნმ-ით: ჰარვარდელი გენეტიკოსი შესაფერისი პარტნიორის შესარჩევ პროგრამას ქმნის

© Pixabay / aliceabc0შეყვარებულები
შეყვარებულები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამა არ მისცემს დეფექტური გენის მატარებელ პირს საშუალებას – შეხვდეს ამავე მუტაციის მქონე ადამიანს, რაც მემკვიდრეობითი დაავადების მქონე ბავშვის დაბადების რისკს შეამცირებს.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, გენეტიკოსი, ქიმიკოსი და მოლეკულური ინჟინერი ჯორჯ ჩერჩი მუშაობს დნმ-ნაცნობობის პროგრამის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებენ, შეარჩიონ რამდენიმე შესაფერისი კანდიდატიდან ისეთი, რომელთანაც საერთო რეცესიული მუტაცია არ ექნებათ. 

სისხლის ანალიზის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გენეტიკის კანონები: რომელი ჯგუფის სისხლი უნდა ჰქონდეს ბავშვს, თუ...

პროფესორის თქმით, ასეთ წყვილებში მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ბავშვების დაბადების მინიმალური რისკი არსებობს.  

აღსანიშნავია, რომ კოლეგები მკვლევარს ევგენიკასთან „შეთამაშებაში“ ადანაშაულებენ.

ამერიკულ სატელევიზიო არხ CBSNew-სთან ინტერვიუში მეცნიერმა თქვა, რომ მემკვიდრეობითი დაავადებების მქონე ბავშვების გაჩენის რისკის შესამცირებლად გაცნობის პროგრამის შექმნაზე მუშაობს.

გენეტიკურად თავსებადია: ადამიანს ღორის ორგანო წარმატებით გადაუნერგეს

მისი თქმით, რეგისტრაციის დროს თითოეული მომხმარებელი გაივლის მთელი გენომის თანმიმდევრობის კვლევას. ეს გამოავლენს მის დნმ-ში ყველა შესაძლო ფარულ მუტაციას, თუმცა ანალიზის შედეგებზე წვდომა თავად მომხმარებელს არ ექნება. ეს მონაცემები დაშიფრული ფორმით შეინახება აპლიკაციაში და მხოლოდ შეუსაბამო კანდიდატების გამოსარიცხად გამოიყენება. ასე რომ, დეფექტური გენის მატარებელი პირი ვერ ნახავს ამავე მუტაციის მქონე ადამიანის ანკეტას. 

მამა და შვილი - Sputnik საქართველო
გენეტიკის ბუნება: დასახელდა შტრიხები, რომლებსაც შვილები უფრო ხშირად მამებისგან იღებენ

ჰარვარდის უნივერსიტეტის ოფიციალური საიტის საკუთარ გვერდზე ჩერჩმა დააზუსტა, რომ მომხმარებლებს ინტელექტის ან წარმოშობის მიხედვით კი არ დაახარისხებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მუტაციების მიხედვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ნახვას პოტენციური მომხმარებლების მხოლოდ 5% ვერ შეძლებს, ყველა დანარჩენი ერთმანეთთან თავსებადი იქნება.

ოჰ, ეს გენები! ანუ რა ფერის თვალები და თმა ექნება თქვენს შვილს – თვალსაჩინო გრაფიკა

ამერიკელი და ბრიტანელი მკვლევარების აზრით, ხანგრძლივი ქორწინების გარანტი — ეს OXTR გენის სწორი ვერსიაა, ჰორმონისა, რომელიც შფოთვას არეგულირებს.

შეამოწმეს რა 178 წყვილის დნმ, მეცნიერებმა დაადგინეს: თუ რომელიმე მეუღლე GG-გენოტიპის (OXTR-ის განსაზღვრული ვარიანტი) მატარებელია, ოჯახური ცხოვრებით ორივე პარტნიორი კმაყოფილი იქნება. ადამიანები, რომელთა დნმ-ს გენის ეს ვერსია აქვს, იშვიათად განიცდიან პარტნიორთან საგანგაშო მიჯაჭვულობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად იტანჯებიან დაბალი თვითშეფასებით და არაფერში სჭირდებათ, რომ ვინმემ მათი ქმედებები მოიწონოს.

ყველა ახალი ამბავი
0