17:35 26 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2607
  • USD2.7946
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (185)
184 0 0

ექსპერტების თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ზოგი ადამიანის პლაზმაში აღმოჩენილია ისეთი ანტისხეულები, რომელიც დაავადებასთან ბრძოლას უწყობს ხელს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ახალი კორონავირუსით COVID-2019 დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი შეიძლება დაავადდეს, განუცხადა სააგენტო Bloomberg-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველმა, ბიოსტატისტმა და ეპიდემიოლოგმა აირა ლონჯინიმ. 

ლონჯინის მოდელი ეფუძნება მონაცემებს, რომელთა თანახმად, თითოეული ინფიცირებული ორ-სამ ადამიანს ასნებოვნებს. ამასთან, ეპიდემიოლოგის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვირუსის გავრცელება ორჯერ შემცირდება, ინფიცირების რისკი პლანეტის 30%-ს მაინც ემუქრება.

ლონჯინის მოსაზრებას იზიარებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პროფესორი გაბრიელ ლენგი, რომელსაც ასევე მიაჩნია, რომ ვირუსს კაცობრიობის ორი მესამედის ინფიცირება შეუძლია.

გარდა ამისა, ლონდონის Imperial College-ის სწავლული ნილ ფერგიუსონი აცხადებს, რომ მისი გამოთვლებით, მარტო ჩინეთში ყოველდღიურად შეიძლება 50 ათასი ადამიანი დაავადდეს. 

მკურნალობის ეფექტური მეთოდი 

სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ეფექტური გამოდგა ჩინელი ექიმების მეთოდი COVID 2019-ის სამკურნალოდ — კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის გადასხმა.

ექსპერტების თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ზოგი ადამიანის პლაზმაში აღმოჩენილია ისეთი ანტისხეულები, რომელიც დაავადებასთან ბრძოლას უწყობს ხელს. 

გაზეთ Global Times-ის ცნობით, ახალი მეთოდის საშუალებით უკვე განიკურნა ათი მძიმე ავადმყოფი. 

ბოლო მონაცემები 

COVID 2019-ით დაავადებულთა რაოდენობამ მატერიკულ ჩინეთში 63 851 ადამიანი შეადგინა, ხოლო ჩინეთის ფარგლებს გარეთ — 505. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 10 204 კაცი. გარდაცვლილია 1 380 ადამიანი, განიკურნა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 6 723 პაციენტი.

ამასთან ექიმები აკვირდებიან დაახლოებით 178 ათას ადამიანს, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.

 

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (185)

მთავარი თემები