ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

კრიოგაყინვის ეფექტი: პირველ ადამიანს 50 წლის შემდეგ გააცოცხლებენ

CC0 / Pixabay / კრიოგაყინვა
კრიოგაყინვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიოგაყინვა გულისხმობს გარდაცვლილი ადამიანების შენახვას თხევად აზოტში, მათი  მომავალში  გაცოცხლების იმედით

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. დაახლოებით 50 წლის შემდეგ მსოფლიოში გამოჩნდება ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კრიოგაყინული ადამიანების გაცოცხლება, განაცხადა კომპანია Криорус-ის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე დანილა მედვედევმა. 

ხილის წვენი და ვიტამინები - Sputnik საქართველო
ასკორბინოთერაპია კიბოს წინააღმდეგ: აღმოჩენილია C  ვიტამინის ახალი თვისებები

კრიოგაყინვა გულისხმობს გარდაცვლილი ადამიანების შენახვას თხევად აზოტში, მათი  მომავალში  გაცოცხლების იმედით. ზოგ შემთხვევაში იყინება მთლიანი სხეული, ზოგში კი თხევად აზოტში მხოლოდ  გარდაცვლილთა თავებია მოთავსებულია.

„ყველაფერი დამოკიდებულია კაცობრიობის ტექნოლოგიური  განვითარების სიჩქარეზე, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, რომ პირველ გაყინულ ადამიანს დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ გააცოცხლებენ“, — განაცხადა სპეციალისტმა.

დღეისათვის მსოფლიოში სულ ოთხი ისეთი კომპანიაა, რომლებიც ადამიანის კრიოგაყინვით არიან დაკავებულნი. აქედან ორი აშშ-ში მდებარეობს , ერთი — ჩინეთში და ერთიც — რუსეთში.

აღსანიშნავია, რომ რუსეთში კრიოგაყინვის ქვეშ 70  ადამიანი იმყოფება: 32 შემთხვევაში მთლიანი სხეულია გაყინული,  დანარჩენში კი — მხოლოდ ნაწილები.

კრიოკომპანიების წარმომადგენლების თქმით, გაყინული სხეულების შენახვა შეუზღუდავი დროით არის შესაძლებელი, ამიტომ, ადრე თუ გვიან, მათ გააცოცხლებენ.

ოფიციალური მეცნიერება განმარტავს, რომ ადამიანისა თუ ცხოველის წარმატებული კრიოგაყინვისთვის სათანადო, სწორი ტექნოლოგიაა საჭირო, რაც თანამედროვე ეტაპზე შეუძლებელია. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თხევადი აზოტი ვერ უზრუნველყოფს მთელი სხეულის ერთ მომენტში გაყინვას.

ყველა ახალი ამბავი
0