მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

© © Sputnik / Sertac Kayarმიწისძვრის შედეგები ელაზიღში
მიწისძვრის შედეგები ელაზიღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის აღმოსავლეთში პარასკევს საღამოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. დაფიქსირდა 599 აფტერშოკი

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანი ახორციელებს თავისი მოქალაქეების ევაკუაციას, რომლებიც თურქეთში მიწისძვრის ზონაში სასწავლებლად იმყოფებიან, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.

6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ სივრიჯეს მახლობლად (ელაზიღის პროვინცია) 24 იანვარს ადგილობრივი დროით 20:55 საათზე მოხდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია, ხოლო ნანგრევებიდან 45 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს.

თურქეთში მიწისძვრის შედეგები - Sputnik საქართველო
საქართველო მწუხარებას გამოთქვამს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო

აზერბაიჯანის მოქალაქეებმა, რომლებიც მიწისძვრის ზონიდან - ელაზიღისა და მალათიის პროვინციებიდან არიან ევაკუირებული, კვირას დილით იღდირს მიაღწიეს,  სადაც ნახიჩევანისკენ მიმავალ ავტობუსებში გადასხდნენ.

თურქეთში მიწისძვრის ზონიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი მთელი ღამე გაგრძელდა. ორი ავტობუსი უკვე ნახიჩევანშია, მესამე კი დაახლოებით ორ საათში იქნება.

შემდეგ სტუდენტებს ბაქოში გადაიყვანენ თვითმფრინავით, რომელიც ნახიჩევანში სახელმწიფოს მეთაურის დავალებით გაგზავნეს.

ყველა ახალი ამბავი
0