00:50 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1157)
80 0 0

საავადმყოფოს ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, იქ ერთდროულად ათასამდე პაციენტის განთავსებას შეძლებენ

თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. ჩინეთის ქალაქ უხანში საავადმყოფოს მშენებლობა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ ექვს დღეში დასრულდება, იუწყება გაზეთი South China Morning Post. 

მანამდე ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყებოდა, რომ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა სამკურნალოდ ახალი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. საავადმყოფოს ფართობი 25 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, იქ ერთდროულად ათასამდე პაციენტის განთავსებას შეძლებენ. აღინიშნა, რომ მშენებლობის დასრულება 10 დღეში, 2 თებერვალს იგეგმება.

„დრო არ გვაქვს. ობიექტი ექვს დღეში უნდა ჩავაბაროთ“, - მოჰყავს გაზეთს მშენებლობაზე პასუხისმგებელი ქვეკონტრაქტორის სიტყვები.

მშენებლობაზე რამდენიმე ასეული მუშა დაასაქმეს, მათ ჩვეულ ხელფასთან შედარებით სამჯერ მაღალ ანაზღაურებას უხდიან, რათა პროცესის დაჩქარება მოხერხდეს.

როგორ გაჩნდა კორონავირუსი

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კორონავირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა, ინფიცირებული კი 1 287 ადამიანია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს – ჯანმო >>

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურსა და ტაილანდში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1157)

მთავარი თემები