მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გაიმეორებს სულეიმანის ბედს: აშშ „ქუდსის“ ახალ ლიდერს ემუქრება

© REUTERS / Nazanin Tabatabaee / WANA NEWS AGENCYგენერალ სულეიმანის დაკრძალვა
გენერალ სულეიმანის დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის სარდლად ესმაილ ქაანი მისი წინამორბედის, გენერალ სულეიმანის მკვლელობის დღესვე დანიშნა.

თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. „ქუდსის“ ახალ სარდალს ესმაილ ქაანის მისი წინამორბედის, გენერალ ქასემ სულეიმანის ბედი ელოდება, თუ ის ამერიკელების სიცოცხლეს ხელყოფს, განაცხადა აშშ-ის სპეცწარმომადგენელმა ირანის საკითხებში ბრაიაბ ჰუკმა გაზეთ Asharq Al-Awsat-თან ინტერვიუში. 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განცხადებას აკეთებს თეთრი სახლიდან - Sputnik საქართველო
ირანელი დეპუტატი ტრამპის მკვლელს ფულად ჯილდოს ჰპირდება: რა ღირს პრეზიდენტის თავი

ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის სარდლად ესმაილ ქაანი მისი წინამორბედის, გენერალ სულეიმანის მკვლელობის დღესვე დანიშნა.  

„თუ ქაანი ამერიკელების ხოცვას განაგრძობს, მას იგივე ბედი ელის. პრეზიდენტმა ტრამპმა რამდენიმე წლის წინ განმარტა, რომ ამერიკელებზე ან აშშ-ის ინტერესებზე ნებისმიერ შეტევას მტკიცე პასუხი მოჰყვება, რაც პრეზიდენტმა დაადასტურა კიდეც (სულემანის) ლიკვიდაციის დღეს“, — განაცხადა ჰუკმა.

მისი თქმით, აშშ განაგრძობს ირანელი ხალხის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში არსებული რეჟიმით იტანჯება. 

შეერთებულმა შტატებმა 3 იანვარს ერაყში გენერალი ქასემ სულეიმანი გაანადგურა, რასაც პასუხად ირანის მხრიდან ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე სარაკეტო შეტევა მოჰყვა. ტრამპის ადმინისტრაციამ გენერლის ლიკვიდაცია იმით ახსნა, რომ ეს უკანასკნელი აშშ-ის საელჩოებზე „გარდაუვალ“ შეტევებს გეგმავდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარია ოთხ კონკრეტულ საელჩოზე, თუმცა ქვეყნები არ დაუზუსტებია.

ყველა ახალი ამბავი
0