მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მზის ლაბორატორიამ იანვრის გეომაგნიტური დღეები დაასახელა

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმები გვაფთხილებენ, რომ მეტეოდარტყმისგან დაზარალდება ყველა — გამონაკლისის გარეშე. ეს გამოვლინდება უმიზეზო თავის ტკივილში, დაღლილობაში, გაღიზიანებადობასა თუ აპათიაში.

თბილისი, 2 იანვარი — Sputnik. მაგნიტური ქარიშხლები დედამიწას ახალ წელს უკვე იანვრის შუა  რიცხვებში დაატყდება თავს, იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია. 

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
„ვერსად დაემალებით“ - ქართველი ასტრონომი მაგნიტური ქარიშხლების შესახებ

სპეციალისტების თქმით, მართალია ეს შემოტევა ძლიერი არ იქნება, მაგრამ მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მას, ვინაიდან  მიყოლებთ ორი დღე გაგრძელდება.

ლაბორატორიის მონაცემებით, უახლოესი მაგნიტური ქარიშხალი 14−15 იანვარსაა მოსალოდნელი.  

ექიმები გვაფთხილებენ, რომ მეტეოდარტყმისგან დაზარალდება ყველა — გამონაკლისის გარეშე. ეს გამოვლინდება უმიზეზო თავის ტკივილში, დაღლილობაში, გაღიზიანებადობასა თუ აპათიაში. განსაკუთრეული სიძლიერით ამას იგრძნობენ მეტეოდამოკიდებული, ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, გულ−სისხძარღვთა დაავადებების მქონე და ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანები.

იმისათვის, რომ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოთ, ექიმების რჩევით, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, ცხიმიან საკვებზე, ჭარბი რაოდენობით ყავასა და სხვა აღმგზნებ სასმელებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0