ჭარბ წონას კიბოსგან გადარჩენა შეუძლია: მეცნიერები მოულოდნელ დასკვნას აქვეყნებენ

გამოწერა
როგორც მეცნიერები განმარტავენ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სიმსივნე პაციენტის იმუნიტეტს თრგუნავს და თერაპიაც სწორედ ამ მექანიზმის ბლოკირებისკენაა მიმართული.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. ჭარბი წონა და გაცხიმოვნება ფილტვების კიბოთი დაავადებულ პაციენტებს სიცოცხლის შანსებს უზრდის, ამგვარ მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიელი სწავლულები, რომელთა კვლევაც გამოაქვეყნა ჟურნალმა JAMA Oncology

მკერდის კიბო - Sputnik საქართველო
ონკოლოგებმა მკერდის სიმსივნისგან თავდაცვის მეთოდს მიაგნეს

თუმცა, როგორც მეცნიერები განმარტავენ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ სიმსივნე პაციენტის იმუნიტეტს თრგუნავს და თერაპიაც სწორედ ამ მექანიზმის ბლოკირებისკენაა მიმართული.

აღინიშნება, რომ ეს ფენომენი „გაცხიმოვნების პარადოქსის“ სახელითაა ცნობილი. თავდაპირველად ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა სფეროში აღმოაჩინეს, სულ ახლახან კი ონკოლოგიაშიც შენიშნეს.

მკვლევართა ჯგუფმა მაიკლ სორიჩის ხელმძღვანელობით ოთხი კლინიკური ცდის შედეგები გააანალიზეს, რომლებშიც 1434 პაციენტი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ მათ შორის 490 ადამიანს ჭარბი წონა აღენიშნებოდა, ხოლო 239-ს გაცხიმოვნების დიაგნოზი ჰქონდა.

როგორც კვლევამ აჩვენა, თერაპიის შემდეგ სიცოცხლის შანსი ჭარბი წონის მქონე პაციენტებს ორჯერ მეტი ჰქონდათ, ვიდრე ნორმალური წონის მქონეებს.

ყველა ახალი ამბავი
0