მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ნაფტოგაზი“ VS „გაზპრომი“ – უკრაინული კომპანია ამსტერდამის სასამართლოთი კმაყოფილია

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიგაზკომპრესორული სადგური
გაზკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაფტოგაზში“ აცხადებენ, რომ ამსტერდამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას 2020 წლის 25 თებერვალს გამოაცხადებს.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ამსტერდამში წარმატებით ჩაიარა რუსულ „გაზპრომთან“ დავაზე სასამართლო მოსმენამ სტოკჰოლმის არბიტრაჟის გადაწყვეტილების იძულებით შესრულების თაობაზე, აცხადებს უკრაინული კომპანია „უკრაინის ნაფტოგაზი“.

„მოსმენებმა ჩვენთვის წარმატებულად ჩაიარა და ამიტომ ველოდებით სასამართლოს დადებით გადაწყვეტილებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევუდგეთ „გაზპრომის“ მანამდე დაყადაღებული აქტივების რეალიზაციას“, — ნათქვამია უკრაინული კომპანიის Twitter-ზე.

გარდა ამისა, „ნაფტოგაზში“ აცხადებენ, რომ სასამართლომ განსაზღვრა გადაწყვეტილების მოსალოდნელი თარიღიც — 2020 წლის 25 თებერვალი. 

„გაზპრომი“ - Sputnik საქართველო
შვედეთის სასამართლო უკრაინის მხარეს დადგა „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ დავაში

სტოკჰოლმის არბიტრაჟმა 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის თებერვალში გამოიტანა გადაწყვეტილება „გაზპრომისა“ და „ნაფტოგაზის“ დავაზე – გაზის მიწოდებასა და ტრანზიტზე, და დაავალდებულა რუსული კომპანია, გადაუხადოს უკრაინულ კომპანიას 2,56 მლრდ აშშ დოლარი. „გაზპრომმა“ გადაწყვეტილება 2018 წლის მარტში გაასაჩივრა, ხოლო მაისში „სატრანზიტო“ გადაწყვეტილების სრულად გაუქმება მოითხოვა. მაგრამ მიმდინარე წლის 27 ნოემბერს შვედეთის სვეას ოლქის სასამართლომ საბოლოო უარი უთხრა „გაზპრომს“ აპელაციაზე, გასაჩივრების უფლების გარეშე.

რუსეთსა და უკრაინას შორის მოქმედ კონტრაქტებს გაზის ტრანზიტისა და მიწოდების თაობაზე დეკემბრის ბოლოს გასდის ვადა. რუსეთი, უკრაინა და ევროკომისია სამმხრივ კონსულტაციებს აწარმოებენ მიწოდების გაგრძელების თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ოქტომბერში რუსეთმა უკრაინას ერთმანეთის მიმართ პრეტენზიების გაუქმება შესთავაზა, მაგრამ „ნაფტოგაზმა“ ეს იდეა უარყო. საერთო ჯამში „ნაფტოგაზი“ „გაზპრომისადმი“ პრეტენზიებს 22 მლრდ დოლარად აფასებს.

ყველა ახალი ამბავი
0