მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საუკეთესო მოქალაქეობის ინდექსი მსოფლიოში: გამოქვეყნდა რეიტინგები

© Pixabay / stokpicმსოფლიო რუკა ხელებზე
მსოფლიო რუკა ხელებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა სახელმწიფოს ეკონომიკის მასშტაბი, ადამიანური პოტენციალის განვითარების დონე, საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს მოქალაქეობების ინდექსის შემდგენელმა საიტმა Kälin and Kochenov’s Quality of Nationality Index-მა (QNI). ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საუკეთესოა საფრანგეთი.  

ქართული პასპორტი - Sputnik საქართველო
საქართველომ პასპორტების ინდექსში პოზიციები გაიუმჯობესა

რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა სახელმწიფოს ეკონომიკის მასშტაბი, ადამიანური პოტენციალის განვითარების დონე, საზოგადოებრივი წესრიგი და სტაბილურობა, სავიზო ურთიერთობები და აგრეთვე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაადგილების შესაძლებლობა საცხოვრებლად და სამუშაოდ.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთი უკვე მერვე წელია, რაც პირველ პოზიციას ინარჩუნებს რეიტინგში. წელს ქვეყანამ შესაძლებელი 100-დან 83,5 პროცენტი დააგროვა.

საუკეთესო მოქალაქეობის რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა გერმანია – 82,8%-ით, მესამეზე კი დანია – 81,7-ით.

საუკეთესოთა ათეულში ასევე შევიდნენ:  ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია, ფინეთი, იტალია, აშშ, ირლანდია და ესპანეთი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგში 77-ე ადგილზე გავიდა 37.5%-ით. ჩვენს ქვეყანას ერთი პოზიციით უსწრებს თურქეთი - 76-ე ადგილი. რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს: რუსეთი 62-ე ადგილზეა 42%-ით, აზერბაიჯანი — 105-ზე, ხოლო სომხეთი — 98-ეზე.  

 

ყველა ახალი ამბავი
0