მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელმა კვლავ შეუტია სირიას: დაღუპულია ორი ადამიანი

© photo: courtesy of Israeli Armed Forces Press Service / გადასვლა მედიაბანკშიისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი
ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელ-ავივის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მათ სირიიდან გაშვებული ოთხი რაკეტა „ჩაიჭირეს“, რის შემდეგაც ისრაელმა სირიაში მდებარე ათობით სამიზნეზე მიიტანა შეტევა.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ისრაელის სამხედროების მიერ სირიის ობიექტების დაბომბვისას, იუწყება სააგენტო SANA წყაროზე დაყრდნობით. 

თელ-ავივის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მათ სირიიდან გაშვებული ოთხი რაკეტა „ჩაიჭირეს“, რის შემდეგაც ისრაელმა სირიაში მდებარე ათობით სამიზნეზე მიიტანა შეტევა. 

„დაიღუპნენ მამაკაცი და ქალი, ბევრი ადამიანი დაიჭრა დამასკოდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ ბეით-საბერზე შეტევის შედეგად“, — განუცხადეს სააგენტოს ადგილობრივ საავადმყოფოში. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები შინ იმყოფებოდნენ, როდესაც მათ სახლს რაკეტა მოხვდა. დაჭრილები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. დამასკოს სხვა გარეუბანზე შეტევისას დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი.  

ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
ომზე, აშშ-სა და ტერორისტებზე: ბაშარ ასადმა წლების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა

არსებული ცნობით, ისრაელმა დაახლოებით 20 ობიექტზე მიიტანა იერიში, რომელთაგან ნახევარზე მეტი ირანის ძალებს ეკუთვნის. ერთ-ერთ შენობაში, სავარაუდოდ, ირანული ძალების „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ შტაბ-ბინაა განთავსებული. თუმცა, როგორც ისრაელის სამხედროები განმარტავენ, მათ განზრახ არ გაანადგურეს ის სრულად.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მოქმედება დაგმეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა ეს უმართებულო ნაბიჯად შეაფასა.

„სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტევის მიტანა სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არასაჭირო დაძაბულობას იწვევს“, – განაცხადა მან. 

სირიასა და ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. ორი ქვეყანა, სახელმწიფოებად ჩამოყალიბების მომენტიდან, ერთმანეთთან ომის მდგომარეობაში არიან. ისრაელის სამხედროებმა მანამდე არაერთხელ მიიტანეს შეტევა სირიაში მდებარე ობიექტებზე იმ მიზნით, რომ მტრის ხელში თანამედროვე იარაღის მოხვედრა არ დაუშვან. ამაში უპირველესად იგულისხმება „ჰესბოლა“, რომელიც ბაშარ ასადის მხარეს იბრძვის და თეირანის კონტროლქვეშაა.

ყველა ახალი ამბავი
0