მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ომზე, აშშ-სა და ტერორისტებზე: ბაშარ ასადმა წლების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა

© Пресс-служба президента Сирии Башара Асада / Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბაშარ ასადი
ბაშარ ასადი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი RT-ს ჟურნალისტთან საუბრისას განმარტავს, რატომ არ აძლევდა ინტერვიუს დიდი ხნის განმავლობაში დასავლურ მასმედიას.

დასავლური მასმედია არ არის დაინტერესებული რეალური ინფორმაციის მიღებით და ობიექტური ცნობების გავრცელებით, მათ სჭირდებათ სენსაცია, – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, დამასკოს ყველა ნაბიჯს, რომელიც ტერორისტებთან ბრძოლას ემსახურება, მათ შორის მოსკოვის დახმარებასაც, დასავლეთში განმარტავენ, როგორც მოქალაქეებზე თავდასხმას, რაც სრული სიცრუეა. არაბული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა აღნიშნა ასევე, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე 2021 წელს არჩევნები ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღებას ყველა მსურველი შეძლებს. გარდა ამისა, ასადის აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის განადგურების ოპერაციით, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „რებრენდინგი“ განახორციელა. 

— ბატონო პრეზიდენტო, როგორც ცნობილია, უკვე წელიწად-ნახევარია ინტერვიუ არ მიგიციათ. რატომ გადაწყვიტეთ ამის ახლა გაკეთება?

— მოხარული ვართ სირიაში თქვენი ყოფნით. თურქეთის შემოჭრის შემდეგ მოვლენებმა მთელ მსოფლიოში, რეგიონსა და სირიაში კვლავ წამოსწია ჩემი ქვეყანა წინა პლანზე. ეს ერთი! მეორეც – ვფიქრობ, მსოფლიოში, განსაკუთრებით დასავლეთში, ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებრივი აზრი იცვლება. ადამიანებს ესმით, რომ ოფიციალური პირები მათ ბევრ ცრუ ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, რაც რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, იემენში და სხვაგან ხდება. მათ იციან, რომ ატყუებენ, მაგრამ არ იციან სიმართლე. ჩემი აზრით, დადგა დრო, ამ სიმართლეზე ვისაუბროთ. მესამე – მე არაერთი ინტერვიუ მიმიცია დასავლური მედიისთვის, მაგრამ ისინი არ ცდილობენ რეალური ინფორმაციის მიღებას, მათ სჭირდებათ სენსაცია. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
სირიაში ომი ნამდვილად დამთავრდა – ლავროვის განცხადება

— ქვეყანაში დაწყებულია აღორძინების პროცესი... მაგრამ რამდენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა და დაიჭრა თქვენ ქვეყანაში 2011 წლიდან მოყოლებული? რამდენი გახდა იძულებული, მშობლიური საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა?

— სტაბილურობა, რომელიც დამასკოში ბოლო 24 საათის განმავლობაში შენიშნეთ, არის იმ მსხვერპლის ნაყოფი, რომელიც 100 ათასზე მეტმა სირიელმა ჯარისკაცმა გაიღო. იმდენი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ათასობით, შეიძლება ათი ათასობითაც კი, მშვიდობიანი მოქალაქე, სრულიად უდანაშაულო ადამიანები, ბევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა... ასე რომ, ტერორისტებთან ბრძოლას დიდი მსხვერპლი შევწირეთ. ამიტომაც ხედავთ ახლა სტაბილურობას და აღდგენის პროცესს.

— იცით, რომ ნატოს წევრი ქვეყნების მასმედიაში პირადად თქვენ და მთავრობა ასოცირებული ხართ ქიმიურ თავდასხმებთან... გამოიყენა თუ არა თქვენმა მთავრობამ ქიმიური იარაღი 2013 წლის 21 აგვისტოს გუტაში? 

— ამ თარიღზე თუ ვისაუბრებთ, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი: ეს გახლავთ დამასკოში (რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გუტადან) პირველი საერთაშორისო დელეგაციის ჩამოსვლის თარიღი, რომელიც სირიაში გამოძიების ჩასატარებლად ჩამოვიდა... ასე რომ, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, სირიის ჯარს რომც ჰქონოდა ქიმიური იარაღი და მისი გამოყენება მოესურვებინა, იმ დღეს ამას არ გააკეთებდა. მეორეც, საუბრობდნენ, რომ იქ 200 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ასეთ მჭიდროდ დასახლებულ რაიონში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა ათობით ათასი ადამიანი დაღუპულიყო. და კიდევ: მთელი ეს ინციდენტი მხოლოდ დასავლეთის ოფიციალური პირების წარმოსახვის ნაყოფია – ისტორია გამოიყენეს, როგორც სირიაზე თავდასხმის საბაბი. მათ არ წარმოუდგენიათ არანაირი ოფიციალური მტკიცებულება და იყო ბევრი ანგარიში, რომელიც ამ ცნობებს, ამ ბრალდებებს უარყოფდა... სირიის არმიას ქიმიური იარაღი არასოდეს გამოუყენებია.

— შემდეგ თქვენ გადაწყვიტეთ, მოგეწვიათ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია ქვეყნიდან მის გასატანად. 

— ჩვენ ისინი მოვიწვიეთ გამოძიების ჩასატარებლად, ვინაიდან ასი პროცენტით ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს ყველაფერი დაუსაბუთებელი ბრალდება იყო. თუმცა, დელეგაცია ყოველთვის არ იჩენდა ობიექტურობას, იგი დიდწილად მიკერძოებულად მოქმედებდა...

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იდლიბის პროვინციის ფრონტზე - Sputnik საქართველო
ყველა პლუსშია: რატომაა რუსულ-თურქული კომპრომისი სირიის საკითხზე ყველასთვის ხელსაყრელი

ზოგადად, მთელი ეს ისტორია რაციონალურ აზრს მოკლებულია. თავდასხმის დროს ქიმიური იარაღის გამოყენება არაფერში გვჭირდება. სამხედრო თვალსაზრისითაც, ასეთი იარაღის გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ პოზიციების დათმობისას და არამც და არამც – შეტევისას.

— ესე იგი, თქვენ უარყოფთ ინფორმაციას, თითქოს სირიის მთავრობამ ჯობარში, შეიხ-მაქსუდში, სარაქიბში, ალეპოს რაიონში, ასევე ხან-შეიხუნში ქიმიური იარაღი გამოიყენა? 

— ყველა ეს ისტორია დაუსაბუთებელი ბრალდებაა. ვინც განაცხადა ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, მანვე უნდა დაასაბუთოს თავისი ვერსია და არსებითი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

— ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინფორმაციის საფუძველზე დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა გამოიტანეს დასკვნა, რომ საჭიროა თქვენ ქვეყანაზე თავდასხმა...

— „დასკვნის გამოტანა“ – ერთია და მტკიცებულებების წარმოდგენა – სულ სხვა საქმეა. ჩვენ ვსაუბრობთ მტკიცებულებებზე. სად არის სამხილები, რომლებიც მათ ვერსიას ამყარებს? არ არსებობს. მათ არაფერი არა აქვთ.

— სიმართლეა თუ არა, რომ ვიდეომტკიცებულებებზე მანიპულაციები ჩაატარეს, ქიმიური იარაღი კი მართლა იქნა გამოყენებული, მაგრამ ე.წ. აჯანყებულების მიერ საუდის არაბეთის ხელისუფლების დახმარებით?

— ეს მასალები არის YouTube-ზე და თქვენ შეგიძლიათ მათ გაეცნოთ. ორგანიზებული იყო სრულმასშტაბიანი ინსცენირება და ზოგიერთი მისი მონაწილე მრავალი „ინციდენტის“ დროს, რომელიც დაკავშირებული იყო არა მარტო ქიმიურ იარაღთან, არამედ დაბომბვასთან, გამოდიოდა მსხვერპლის როლში... გადაღებების შემდეგ დგებოდა და ჩვეულებრივ მოძრაობდა... ეს ყველაფერი შესანიშნავად ჩანს. 

სირია - Sputnik საქართველო
რა საფრთხეს უქმნის საქართველოს სირიაში მიმდინარე მოვლენები

— მაგრამ არანაირი სხვა მტკიცებულება, ამის გარდა, არ არსებობს. „თეთრი ჩაფხუტები“, რომელთაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა უჭერს მხარს და რომელთაც ამას წინათ ტრამპის ადმინისტრაციიდან დამატებითი დაფინანსება მიიღეს, ამტკიცებენ, რომ ეს ვიდეოჩანაწერები ნამდვილია, მათმა ავტორებმა კი 2018 წლისთვის თქვენ ქვეყანაში 150 ათასი ადამიანი გადაარჩინეს. 

— ჩვენ რეგიონში არავის არ სჯერა „თეთრი ჩაფხუტების“ ამ პიარაქციების. ის „ან-ნუსრის“ ფრთაა.

— როგორ მიიღეთ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, გამოეგზავნა სამეფო საზღვაო ქვეითები ირანული ხომალდის დასაკავებლად? ამტკიცებდნენ, რომ ირანის მთავრობა სირიას ნავთობს აწვდიდა. შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ზამთარს ევროკავშირის სანქციები სირიის მოსახლეობის უღარიბეს ფენებს დააზარალებს?

— სწორედ ასეა. პირველ რიგში, ეს მეკობრეობაა. და ამით დიდი ბრიტანეთის რეჟიმია დაკავებული... მეორეც, მათ უნდათ გავლენის მოხდენა სირიელ ხალხზე... რატომ? იმიტომ რომ ელოდნენ, რომ ხალხი ომის ამა თუ იმ ეტაპზე თავისი მთავრობის წინააღმდეგ წავიდოდა. მაგრამ ეს არ მოხდა. ამიტომ ახლა მათ სამაგიეროს უხდიან.

— მიუხედავად იმისა, რომ „გლობალურ სამხრეთს“, თქვენ და თქვენს მინისტრებს ბუნებრივად მიგაჩნიათ ნატოს ქვეყნების დადანაშაულება „ალ ქაიდასა“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში, მაყურებელს, რომელიც ამ ინტერვიუს ნატოს წევრ ქვეყნებში ისმენს, ასეთი განცხადებები შეიძლება სასაცილოდ არ ეყოს... რისთვის უნდა ნდომოდათ ბრიტანეთის მთავრობას ან ობამას ადმინისტრაციას (დონალდ ტრამპმა, ალბათ, მაინც გააცნობიერა, რეალურად რა ვითარებაა აქ) „ალ ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა?

— იმით დავიწყოთ, რომ ამაზე საუბარი დაიწყეს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა... ისინი საუბრობდნენ აშშ-ის როლზე ავღანეთში „ალ-ქაიდას“ მხარდაჭერის პროცესში. მათი მიზანი იყო, დაჯგუფება გამოეყენებინათ საბჭოთა კავშირთან ბრძოლის ინსტრუმენტად... ამას ამბობდნენ. ეს ჩვენ არ მოგვიგონია.

— რატომ დაუშვეს მათ იგივე შეცდომა 11 სექტემბრის შემდეგ? 

— იმიტომ რომ ამერიკული პოლიტიკა ცდებისა და შეცდომების მეთოდზეა აგებული. ისინი შეიჭრნენ ავღანეთში – არაფერი გამოუვიდათ. შეიჭრნენ ერაყში – არაფერი გამოუვიდათ. სხვა ქვეყნებში შეჭრა სხვა მეთოდებით დაიწყეს. მათ შეცვალეს მიდგომა.

ამჟამად აშშ-ის პრობლემა ის არის, რომ, მათი თვალსაზრისით, ისინი გადარჩენისთვის იბრძვიან, ვინაიდან ჰეგემონიას კარგავენ. ამიტომ გადაწყვიტეს ბრძოლა რუსეთთან, ირანთან, სირიასთან – ყველასთან, ვინც უარს ეუბნება.

„ალ-ქაიდა“ მესამე მხარეა სირიის, რუსეთისა და ირანის მთავრობებთან ბრძოლისას. 2014 წელს „ისლამური სახელმწიფო“ პრაქტიკულად არსაიდან წარმოიქმნა, ერთდროულად ერაყსა და სირიაში, თან ამერიკული იარაღით!

— თუ იზიარებთ რუსული მხარის ვერსიას, რომ აშშ-ს ჩრდილოეთი სირიიდან კონტრაბანდულად გააქვთ 30 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი?

— ყველაფრის თავი და თავი ფული და ნავთობია – ეს არის ტრამპის ამასწინანდელი განცხადების არსი. მაგრამ ეს სიახლე არ არის და მოლაპარაკებას არ უკავშირდება...

ამერიკელები ყოველთვის ისწრაფვიან სხვა ქვეყნების ძარცვისკენ და ართმევენ მათ არა მარტო ნავთობს, ფულს და ფინანსურ რესურსებს, არამედ უფლებებსაც. ასეთია მათი ისტორიული როლი, სულ მცირე, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღიდან.

— სიმართლეა თუ არა, რომ ომს საფუძველი ჩაუყარა მილსადენის მშენებლობის პროექტმა ახლო აღმოსავლეთის ბუნებრივი აირით ევროპის მოსამარაგებლად?

— ძალიან ჰგავს სიმართლეს. თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, თითქოს პრეზიდენტ ასადს სირიის გავლით სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ გაზსადენის გაყვანის ნებართვა სთხოვეს, მან კი რუსეთის ხათრით უარი თქვა. სინამდვილეში ასე არ მომხდარა. მაგრამ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ – ირანიდან ერაყისა და სირიის გავლით ხმელთაშუა ზღვისკენ – მილსადენის მშენებლობის პროექტი ნამდვილად არსებობდა. არ არის გამორიცხული, ეს ომის გაჩაღების საფუძველი გამხდარიყო. თუმცა ეს ერთადერთი ფაქტორი არ არის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილმა, მსოფლიოს ძველებურმა გადანაწილებამ თავი ამოწურა, განსაკუთრებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ერთპოლარული სამყაროს მოდელი აღარ მუშაობს. იკვეთება რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო, მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვები. თუმცა მსოფლიო ლიდერობის საქმეში აშშ-ს არ სურს ვინმე პარტნიორად აღიაროს – დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და სხვა დიდი ქვეყნებიც კი.

ასე რომ, აშშ პარტნიორებს არ ცნობს და ამიტომ იბრძვის. სირიის ომი – მესამე მსოფლიო ომის მინიატურული მოდელია.

— ნატოს წევრი ქვეყნების მასმედიაში სენსაცია გახდა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია. თქვენი აზრით, ალ-ბაღდადი აშშ-ის მომზადებული იყო, როდესაც ერაყის ტერიტორიაზე „აბუ-გრეიბის“ ციხეში იხდიდა სასჯელს?

— ამერიკელებს ალ-ბაღდადი თავის ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული და არ გამოუშვებდნენ, მისთვის რაიმე როლი რომ არ ჰქონოდათ მოფიქრებული. ამგვარად, ალ-ბაღდადი უეცრად იქცა პლანეტის ყველა მუსლიმანის თვითაღიარებულ ხალიფად. მთელი ეს ისტორია იმისთვის მოიფიქრეს, რომ როგორღაც გადაეფარათ ტერორისტებთან აშშ-ის თანამშრომლობის ფაქტი. ან, იქნებ, გადაწყვიტეს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგვარი „რებრენდინგის“ განხორციელება.

— რა ტიპის შეთანხმება გაფორმდა თქვენსა და სირიის დემოკრატიულ ძალებს შორის? ნატოს წევრი ქვეყნების მასმედია სირიაში მოქმედ ორგანიზაციებს დადებითად წარმოაჩენს. არის თუ არა საუბარი უფლებამოსილებების გადანაწილებაზე და რას წარმოადგენენ სირიის დემოკრატიული ძალები?

— ჩანაფიქრი ასეთია, რომ სრული კონტროლი დამყარდეს ტერიტორიებზე, სადაც სირიის ჯარი შედის და მთავრობის ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს, რასაც მათზე სუვერენიტეტის სრულად აღდგენა მოსდევს. შეთანხმებაში კი საუბარია სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციების გადანაცვლებაზე 30 კილომეტრით სამხრეთით, რათა თურქეთს სირიაში შეჭრის საბაბი გამოეცალოს.

სირიის დემოკრატიულ ძალებს შევთავაზეთ სირიის არმიაში გაწევრიანება, ზოგი დაგვთანხმდა, ზოგმა უარი განაცხადა. ჯერ არ ვიცით, რა იქნება. ჩვენ სიტუაციის ნორმალიზება გვინდა.

— ქურთული ფორმირებები მთელი ამ წლების შემდეგ დაიღალნენ? ალბათ გესმით, რომ ისინი ფულს იღებდნენ აშშ-სგან... ახლა კი მათ უკან მიღებას აპირებთ...

— ჯერ ერთი, სირიის დემოკრატიული ძალები მხოლოდ ქურთებისგან არ შედგება. იქ არაბული და სხვა ფორმირებებიც არიან. მეორეც, ქურთი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენ მთავრობას მხარს უჭერს. რაც შეეხება პარტია „დემოკრატიული კავშირის“ წევრებს, სწორედ აშშ უცხადებდა მას საჯარო მხარდაჭერას და მასთან ერთად იყო დაკავებული ნავთობის კონტრაბანდით. ისინი, პირდაპირ ვთქვათ, აშშ-ის აგენტები არიან.

— მინდა დაგისვათ კითხვა ქვეყნის გაერთიანების შესახებ. ზოგი ფიქრობს, რომ სირია დამოკიდებული იქნება ჩინეთსა და ირანზე. თქვენი აზრით, შესაძლებელია, რომ ქვეყნიდან წასული სირიელები ახლო მომავალში სამშობლოში დაბრუნდნენ და მასშტაბური აღორძინება დაიწყოს?

— ეს მალე არ მოხდება. ამჟამად ჩვენ მიმართ ემბარგო მოქმედებს. ამერიკელები ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არ შემოეშვათ ჩვენთან არა მარტო იურიდიული, არამედ ფიზიკური პირებიც, რომელთაც სირიაში ინვესტირების სურვილი ჰქონდათ. თუმცა ეს ყველაზე დიდი პრობლემა არ არის. საკმარისი ადამიანური რესურსი გაგვაჩნია. ამ ემბარგოს გამო ძალიან არ ვღელავ. მეგობრულად განწყობილი ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, რუსეთი და ირანი, რასაკვირველია, სირიის აღორძინების პროცესის პრიორიტეტული მონაწილეები იქნებიან.

— თქვენი აზრით, ტერორისტების დაბრუნებამ, როგორც თქვენ მოიხსენიებთ, იმიგრანტების მასობრივმა ნაკადმა ლიბიასა და სირიაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ როგორღაც იმოქმედა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე, დაეტოვებინა ევროკავშირი? ვგულისხმობ „იმიგრაციას“...

— იმიგრაციას ევროპაში? რასაკვირველია, მემარჯვენე ძალებმა ვითარება თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენეს. მაგრამ თუ პოლიტიკურ ასპექტებს გვერდზე გადავდებთ, საზოგადოებაში ასეთი ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია – რამდენად მზადაა და, საერთოდ, შესწევს თუ არა იმიგრანტების ინტეგრირების ძალა ევროპას.

მიგრანტები ევროპისკენ მხოლოდ იმიტომ ისწრაფვიან, რომ სხვადასხვა მიზეზით მშობლიური რეგიონის დატოვება უნდათ. ესაა უსაფრთხოების ფაქტორიც, ეკონომიკური ასპექტებიც.

— და არავითარი თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში არ იქნება სირთულეების გადალახვაში ამ ქვეყნების დახმარების მიზნით?

— ახლა არ არის და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უსაფრთხოების სფეროში რომელიმე ქვეყნის დახმარებას, ვიდრე ის სირიის წინააღმდეგ მოქმედებს ამა თუ იმ მიმართულებით – ეკონომიკა იქნება ეს, უსაფრთხოება თუ პოლიტიკა...

— ბრიტანული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვენსა და ვლადიმერ პუტინზე განაცხადა: „მათ სურთ სირია უდაბნოდ გადააქციონ და ამას „მშვიდობა“ უწოდონ. ადამიანური ტრაგედია – სულისშემძვრელია“.

— არც ერთ ბრიტანელ ჩინოვნიკს არა აქვს უფლება, ისაუბროს ამა თუ იმ რეგიონის ჰუმანიტარულ ვითარებაზე. დიდი ბრიტანეთი მონაწილეობდა ერაყის ომში, იყო მონაწილე სირიის ტერიტორიებზე სარაკეტო იერიშებისა, ასობით ათასი სირიელის მკვლელობისა. საბოლოო ჯამში, ლონდონი ვაშინგტონის მარიონეტია. ასე რომ, ბრიტანელებს უფლება არა აქვთ, მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრონ.

— ბოლო კითხვა არჩევნებს ეხება. ჩატარდება თუ არა სირიაში 2021 წელს საყოველთაო არჩევნები და იქნება თუ არა საარჩევნო ბიულეტენში ერთზე მეტი კანდიდატი?

— აუცილებლად ჩატარდება. წინა არჩევნებზე სამი კანდიდატი იყო, მომდევნოზე იქნება იმდენი, რამდენსაც კენჭისყრის სურვილი ექნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0