მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ესპანეთის კუნძული ტენერიფე მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

CC BY 3.0 / David Broad / Santa Cruz de Tenerife airport runwayტენერიფეს აეროპორტი
ტენერიფეს აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტების უმრავლესობა უკავშირდება ლიფტების გაჩერებას, სადაც ადამიანები ჩარჩნენ

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ესპანეთის კუნძული ტენერიფე მთლიანად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება РИА Новости ქალაქ სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს მერიაზე დაყრდნობით.

„საუბარია პრობლემაზე მთლიანად კუნძულზე. ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, რა მოხდა და როგორ გადავჭრათ სწრაფად პრობლემა. ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში Twitter-ზე.

ელექტროენერგიის გათიშვის გამო ჩაქრა ყველა შუქნიშანი, საგზაო მოძრაობის რეგულირებაში მერიამ სამართალდამცველების დამატებითი ძალები ჩართო.

ენერგოკომპანია Endesa იუწყება, რომ პრობლემის აღმოფხვრას ექვსი საათი დასჭირდება.

დენის გათიშვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ არის.

აეროპორტები - ჩრდილოეთ ტენერიფე და სამხრეთ ტენერიფე ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ, იქ ამოქმედდა ავტონომიური ენერგოსიმძლავრეები. საკუთარი ელექტროგენერატორები ამუშავდა საავადმყოფოებშიც. ინციდენტების უმრავლესობა უკავშირდება ლიფტების გაჩერებას, სადაც ადამიანები ჩარჩნენ, ასევე ავტოფარეხების ავტომატურ ჭიშკრებს, რომლებიც ასევე არ მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0