მეცნიერებმა მომავალი გენიოსის ამოცნობა ისწავლეს: ბავშვი გენიოსია, თუ...

© Pixabay / picjumbo_comბავშვი წერის დროს
ბავშვი წერის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სწავლულებმა გაარკვიეს, რატომ სწავლობს ზოგი ბავშვი წერას მარტივად, წერს მსხვილი, თანაბარი და ლამაზი ასოებით, ხოლო ზოგი – პირიქით, ულამაზოდ და ძნელად წასაკითხად.

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. ადამიანის ინტელექტის დონის განსაზღვრა ბავშვობაშია შესაძლებელი და ამის უპირველესი მანიშნებელი ხელწერაა. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც აჩვენებს, როგორ წერენ მომავალი გენოსები.

სწავლულებმა გაარკვიეს, რატომ სწავლობს ზოგი ბავშვი წერას მარტივად, წერს მსხვილი, თანაბარი და ლამაზი ასოებით, ხოლო ზოგი – პირიქით, ულამაზოდ და ძნელად წასაკითხად. 

ბავშვი აქრობს სანთელს ტორტზე - Sputnik საქართველო
რომელ თვეში იბადებიან გენიოსები, სპორტული ვარსკვლავები და დღეგრძელები - მეცნიერული კვლევა

აღმოჩნდა, რომ ულამაზო, გაურკვეველი, „ბატიფეხური“ კალიგრაფია სინამდვილეში იმის ნიშანია, რომ ბავშვს მაღალი ინტელექტი აქვს, დაჯილდოებულია ტალანტით და შესაძლოა გენიოსიც კი იყოს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წერის დროს, იმისათვის, რომ ასოების მოხაზულობა იყოს ლამაზი და თანაბარი, ტვინმა უნდა გადაამუშაოს უფრო მეტი ინფორმაცია და პროცესი — ხელების მდგომარეობა, თვალების, მოქმედების კოორდინაცია, ნაწერის განლაგება და მისი პროპორციულობა. ეს ყველაფერი მოითხოვს ყურადღებასა და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, მაგრამ არაფერს ამბობს ინტელექტზე.

თუ ბავშვი წერს გულდასმით, ლამაზად, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის ტექსტის შინაარსზე არ ფიქრობს, არ ამუშავებს მიწოდებულ ინფორმაციას და, შესაბამისად, ამ ინფორმაციის დიდი ნაწილი იკარგება. ამიტომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტექსტის მრავალჯერადი გადაწერა მის დამახსოვრებას უწყობს ხელს, მცდარია. პირიქით, ლამაზად წერის დროს ანალიზისა და დამახსოვრების პროცესი ნელდება.

ის ბავშვები კი, რომლებიც ნაწერის სილამაზეს არად დაგიდევენ, მეტად არიან კონცენტრირებული ტექსტსა და ინფორმაციაზე. ისინი წვდებიან არსს, აანალიზებენ, ამუშავებენ მიღებულ ინფორმაციას. სწორედ ამიტომ აქვთ მათ უფრო მაღალი ინტელექტი.

ყველა ახალი ამბავი
0