ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

თურქეთის ოტელში ბავშვებს მდუღარე ზეთი გადაესხათ: მძიმე ტურისტული სეზონი

© Pixabay / Semeventექიმი ბავშვს სინჯავს
ექიმი ბავშვს სინჯავს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანკარაში რუსეთის ელჩის მონაცემებით, წელს თურქეთში რუს ტურისტებთან დაკავშირებით დაფიქსირებულია 88 ლეტალური შედეგი და 40 სამედიცინო ევაკუაციის ფაქტი.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ვახშმის დროს მომხდარი ინციდენტისას ორ ეკატერინბურგელ ბავშვს მდუღარე ზეთი გადაესხა, იუწყება რუსული მასმედია დაშავებული ბავშვების მშობელზე დაყრდნობით. 

კურორტი თურქეთში - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა ბოდრუმში: სასტუმროს აუზში ბავშვის ხელი ტუმბომ შეისრუტა

მამაკაცის თქმით, ინციდენტი ტურის დასრულების აღსანიშნავ შოუზე მოხდა ოტელის მზარეულის შეცდომის გამო.

„რვა ადამიანი დაშავდა. ადამიანები რეალურად იწვოდნენ. მათ შორის ჩემი ორი ბიჭი — 3,5 და 10 წლისა. ერთს სხეულის 27 პროცენტი აქვს დამწვარი... მეორეს – 16%“, — ამბობს ბავშვების მამა.

მამაკაცის თქმით, პირველი დახმარება მათ გერმანელმა და ჰოლანდიელმა ტურისტებმა აღმოუჩინეს მაშინ, როდესაც „თანამემამულეები იდგნენ და უბრალოდ კამერებზე იღებდნენ, რაც ხდებოდა“.

როგორც დაშავებული ბავშვების მამა ამბობს, ოტელთან არანაირი პრეტენზია არ აქვს, ვინაიდან მისმა მფლობელებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და ბავშვების მკურნალობისა და ოჯახის რუსეთში დაბრუნების ხარჯებს თავად ფარავენ.

მანამდე ანკარაში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ წლევანდელი ტურისტული სეზონი თურქეთში „ძალიან მძიმე გამოდგა რუს ტურისტებთან დაკავშირებული შემთხვევების რაოდენობით“. ელჩის მონაცემებით, დაფიქსირებულია 88 ლეტალური შედეგი და 40 სამედიცინო ევაკუაციის ფაქტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0