მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა ტეხასის ოდესასთან: დაიღუპა ხუთი ადამიანი

© AP Photo / Rudy Gutierrezპოლიციის თანამშრომლები ტეხასში სროლის ადგილას
პოლიციის თანამშრომლები ტეხასში სროლის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსროლელმა ცეცხლი მიდლენდისა და ოდესის დამაკავშირებელ ტრასაზე გახსნა

თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. ხუთი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაიჭრა სროლის შედეგად ტეხასში, იუწყება ტელეარხი Fox 4 პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

შაბათს უცნობმა პირება ტეხასის შტატში სროლა ატეხეს. ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მიდლენდისა და ოდესის დამაკავშირებელ ტრასაზე მოხდა.

ამერიკის პოლიცია - Sputnik საქართველო
აშშ-ში სროლა გრძელდება: ოჰაიოს შტატში ცხრა ადამიანი დაიღუპა

ქალაქ ოდესის პოლიცია იუწყება, რომ მსროლელი ლიკვიდირებულია, ამჟამად სროლა შეწყვეტილია. სამართალდამცავები გამოძიებას ატარებენ.

აღნიშნულია, რომ თავდაპირველად პოლიცია ვარაუდობდა, რომ ორი ადამიანი ისროდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ბოროტმოქმედი მარტო მოქმედებდა.

აშშ-ში აგვისტოს დასაწყისში ერთ დღე-ღამეში მასობრივი სროლის ერთბაშად სამი შემთხვევა მოხდა. თავდაპირველად ელ-პასოში (ტეხასის შტატი) სავაჭრო ცენტრ „ვალმარტზე“ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 დაიჭრა. შემდეგ იყო სროლა დეიტონში (ოჰაიოს შტატი), მსროლელის ჩათვლით დაიღუპა 9 ადამიანი, კიდევ 26 დაშავდა. მესამე შემთხვევა მოხდა ჩიკაგოში საბავშვო მოედანზე, სადაც 7 ადამიანი დაიჭრა.

ყველა ახალი ამბავი
0