მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მოქალაქეა ბრალდებული

გამოწერა
გერმანიის დედაქალაქის პროკურატურა დანაშაულის დეტალებს არ ასაჯაროებს; ამჟამად ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

თბილისი, 25 აგვისტო - Sputnik. რუსეთის მოქალაქეა ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის, პანკისის ხეობის მკვიდრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბერლინში, იუწყება ბერლინის პროკურატურა Twitter-ში.

ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ შაბათს იუწყებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა შესწავლისა და მონიტორინგის ცენტრი“.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია პანკისში - საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის საკითხი ჩააგდო

ბერლინის პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილია 49 წლის რუსეთის მოქალაქე, რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილის მახლობლად დააკავეს. პროკურატურის მონაცემებით, აღმოჩენილია „მკვლელობის იარაღი და, სავარაუდოდ, ველოსიპედი, რომლითაც ეჭვმიტანილი მიმალვას ცდილობდა“.

„პროკურატურის მოთხოვნით მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გაიცა. ეჭვმიტანილი წინასწარ პატიმრობაშია“, - იუწყება პროკურატურა.

ეს ხანგოშვილზე მეორე თავდასხმა იყო. 2015 წლის 28 მაისს თბილისში ჩაცხრილეს ავტომობილი, რომელშიც ის იმყოფებოდა. ხანგოშვილი სერიოზულად დაიჭრა. მკურნალობის დასრულებისთანავე მან საქართველო დატოვა.

იყო თუ არა მაჩალიკაშვილი ჩატაევის თანამზრახველი - საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა >>

ზელიმხან ხანგოშვილი 2012 წელს საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე სოფელ ლაფანყურის სპეცოპერაციაში შუამავალი იყო. სწორედ ამ სპეცოპერაციას დაუკავშირეს ხანგოშვილის ახლობლებმა 2015 წელს მომხდარი თავდასხმა.

რაც შეეხება სპეცოპერაციას, ის ლაფანყურის ხეობაში 2012 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ჩატარდა. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ბანდფორმირების ლიკვიდაცია გახლდათ, რომელსაც სოფელ ლაფანყურის მოსახლეობა მძევლად ჰყავდა აყვანილი. ოპერაციის დასრულების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ მძევლები გათავისუფლებულები იყვნენ, ხოლო 12 ბოევიკი და სპეცრაზმის 3 თანამშრომელი – დაღუპული.  

ყველა ახალი ამბავი
0