ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

მეცნიერებმა მოსალოდნელი მიწისძვრების ამოცნობა ისწავლეს: შექმნილია მონიტორინგის სისტემა

© AFP 2024 / Robyn Beckსეისმოლოგი რუკაზე მიწისძვრის ეპიცენტრს აჩვენებს
სეისმოლოგი რუკაზე მიწისძვრის ეპიცენტრს აჩვენებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს მიწისძვრების მაუწყებლების ფიზიკური მოდელი, ასევე შეიმუშავეს მათი აღმოჩენის მეთოდები.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ამერიკელმა და რუსმა მეცნიერებმა ერთობლივად შეიმუშავეს კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების მეშვეობით მიწისძვრების მაუწყებელ ნიშნებზე დაკვირვების ავტომატიზებული სისტემა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა სერგეი პულინეცმა.  

კომეტა - Sputnik საქართველო
ასტრონავტებმა ორბიტაზე ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირეს: ESA კვლევას განაგრძობს

„შემუშავებულია ავტომატიზებული სისტემა ანომალიების საიდენტიფიკაციოდ იმ ფოტოების მეშვეობით, რომლებსაც კოსმოსური მეტეოროლოგიური აპარატები იღებენ. მაგრამ მიღებული მონაცემების ანალიზისთვის აუცილებელია ცალკე სამსახური, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს“, – ამბობს მეცნიერი.

მისი თქმით, იონოსფეროში უჩვეულო ანომალიები იმ რაიონებში, რომლებშიც მერე მიწისძვრები ხდებოდა, პირველად 1980 წელს შენიშნეს მაშინდელი საბჭოთა კავშირის სწავლულებმა.

პულინეცი განმარტავს, რომ ანომალიები სხვადასხვა სიმაღლეზე ხდება – დედამიწის ზედაპირიდან ღრუბლების ზედა ზღვრამდე, და ისინი ვერანაირი სხვა მოვლენით ვერ აიხსნება.

საბოლოოდ, რუსმა და ამერიკელმა მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს მიწისძვრების მაუწყებლების ფიზიკური მოდელი, ასევე შეიმუშავეს მათი აღმოჩენის მეთოდები თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოების მეშვეობით.

ყველა ახალი ამბავი
0