მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პენსილვანიას შტატში სახლის ეზოში თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Valery Mel'nikov / გადასვლა მედიაბანკშიBeechcraft-ის კლასის თვითმფრინავი
Beechcraft-ის კლასის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციის ინფორმაციით, იმ ადამიანებიდან, ვინც კატასტროფის მომენტში მიწაზე იმყოფებოდა, არ დაშავდა

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. კერძო ერთმოტორიანი თვითმფრინავი Beechcraft Bonanza პენსილვანიის შტატის მონტგომერის ოლქში ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში ჩამოვარდა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“ ტელეარხ CBS-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ხუთშაბათს მოხდა. ტელეარხის ინფორმაციით, თვითმფრინავი ფილადელფიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტიდან გამოფრინდა და ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში მდებარე უნივერსიტეტისკენ მიფრინავდა. პოლიციის წარმომადგენელმა მაიკ მერფიმ უამბო ჟურნალისტებს, რომ თვითმფრინავი ხეებს გამოედო და ტყის ნარგავებში გაიჭედა.

ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, იმ ადამიანებიდან, ვინც კატასტროფის მომენტში მიწაზე იმყოფებოდა, არ დაშავდა. ასევე არ დაზიანებულა ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები.

ცნობილია, რომ თვითმფრინავზე არსებული პრობლემის შესახებ პილოტმა აფრენისთანავე განაცხადა. თუმცა ტრაგედიის ზუსტი მიზეზი უცნობია. ინციდენტს იძიებენ სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს და ტრანსპორტზე უსაფრთხოების  ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები (NTSB).

ყველა ახალი ამბავი
0