19:14 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
რიგგარეშე არჩევნები უკრაინაში

ეგზიტპოლები: არჩევნებზე ზელენსკის პარტია იგებს

© Sputnik / STRINGER
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (435)
11610

უკრაინის უმაღლეს რადაში ხუთი პარტია გადის

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. რამდენიმე ეგზიტპოლის მონაცემის მიხედვით, უკრაინის უმაღლეს რადაში რიგგარეშე არჩევნების შედეგებით პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ლიდერობს.

სადეპუტატო კორპუსის ნახევარს (225 ადამიანი) აირჩევენ პარტიული სიებით, ნახევარს - მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. რადაში მოხვდებიან მხოლოდ ის პარტიები, რომლებიც 5%-იან გამსვლელ ბარიერს გადალახავენ.

ტელეარხ „112 უკრაინას“ დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ლიდერი პარტია იღებს 42,7%-ს, შემდეგ მოდის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ 12,9%-ით, მესამეზეა ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, რომელიც 8,8%-ს იღებს. უმაღლეს რადაში ასევე გადის იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“ – 8,5% და მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ – 6,5%.

ეროვნული ეგზიტპოლის მონაცემებით, ზელენსკის პარტია იღებს 43,9%-ს, შემდეგ მოდის „ოპოზიციური პლატფორმა“ 11,5%-ით, მესამეზე - პოროშენკოს პარტია, რომელიც 8,9%-ს აგროვებს. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში გადის იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“ (7,6%) და მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ (6,3%).

ტელეარხ „1+1“-ის ეგზიტპოლის მონაცემებით, გამარჯვება ერგება „ხალხის მსახურებს“ (44,4%), მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა“ 12,5%-ით, მესამეზე - პოროშენკოს პარტია, რომელიც 8,5%-ს აგროვებს. გარდა ამისა, უმაღლეს რადაში გადის იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშჩინა“ (7,7%) და მუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ (6%).

თემები:
მსოფლიო დღეს (435)

მთავარი თემები