მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთი ევროკავშირის სანქციებს არ ემორჩილება: ბურღვის სამუშაოები გაგრძელდება

CC0 / Pixabay / თურქეთის სახელმწიფო დროშა
თურქეთის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ევროკავშირმა პირველი სანქციები დაუწესა თურქეთს იმ ბურღვაზე საპასუხოდ, რომელსაც თურქეთი კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში აწარმოებს.

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ანკარა განაგრძობს ხმელთაშუა ზღვაში ნახშირწყალბადების მოპოვებას მიუხედავად ევროკავშირის გადაწყვეტილებისა – შეაჩეროს თურქეთთან დიალოგი უმაღლეს დონეზე, იუწყება თურქული სააგენტო Anadolu ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.

„თურქეთი განაგრძობს თავისი და კვიპროსელი თურქების უფლებების დაცვას, აგრეთვე გაააქტიურებს საქმიანობას ამ ასპექტში“, — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, სადაც გაზის საბადოა აღმოჩენილი, ორი თურქული საბურღი ხომალდი დგას — „ფათიჰი“ და „იავუზი“. საბერძნეთმა და კვიპროსმა ეს ფაქტი პროვოკაციად შეაფასეს, თურქეთს კი მიაჩნია, რომ უფლება აქვს რეგიონში არსებულ სიმდიდრეზე.

ერთი დღით ადრე ევროკავშირმა პირველი სანქციები დაუწესა თურქეთს იმ ბურღვაზე საპასუხოდ, რომელსაც თურქეთი კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში აწარმოებს:

  • შეჩერებულია დიალოგი უმაღლეს დონეზე,
  • გააუქმა თურქეთთან ასოცირების საბჭოს სხდომები,
  • შეამცირა დახმარება 2020 წლისთვის,
  • რეკომენდაცია მისცა ევროპულ საინვესტიციო ბანკს, გადახედოს თურქეთისთვის გასაცემი კრედიტების შესახებ გადაწყვეტილებას,
  • გასცა დავალება, გაგრძელდეს მუშაობა სანქციების ვარიანტებზე.  

თურქეთის პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ასევე დააფიქსირა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰამი აქსოიმ, რაც ერთგვარ მუქარასაც შეიცავდა.  

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპი თურქეთს განადგურებით დაემუქრა

„თუ კვიპროსის ხელისუფლება შეეცდება დააპატიმროს თურქული საბურღი ხომალდის ეკიპაჟი, რომელიც გეოლოგიურ დაზვერვას აწარმოებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში, ანკარა სიმეტრიულ პასუხს გასცემს“, — განაცხადა აქსოიმ. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო კვიპროსის ტერიტორიულ წყლებში მიმდინარე საბურღი სამუშაოები, რომელსაც თურქეთი აწარმოებს. ამასთან, ევროკავშირის სამიტზე ასევე გამოითქვა შეშფოთება „არაკანონიერი ბურღვითი საქმიანობის“ თაობაზე.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მორგან ორტაგუსის თქმით, აშშ თურქეთის ქმედებებს „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს და მოუწოდებს ანკარას, შეწყვიტოს ბურღვა. 

საკუთარი პოზიცია დააფიქსირა რუსეთის საგარეო უწყებამაც და მოუწოდა მხარეებს, თავი შეიკავონ იმგვარი ნაბიჯებისგან, რაც ესკალაციას შეუწყობს ხელს. 

ყველა ახალი ამბავი
0