21:36 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
მაია სანდუ

მოლდოვის პრემიერს სააკაშვილისგან დახმარების მიღება სურს - მოლაპარაკებები დაწყებულია

Sputnik
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მიხეილ სააკაშვილი (130)
222 0 0

პრემიერის თქმით, ახლა ქვეყნის ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არის იმისთვის, რომ ექსპერტთა ჯგუფი მიიწვიონ, თუმცა მას საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. იუსტიციის სისტემის რეფორმებში მოლდოვის პრემიერ−მინისტრ მაია სანდუს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარების მიღება სურს.

ამის შესახებ პრემიერმა ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც  გამოცემა Cotidianul−ს მისცა.

„ჩვენ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის სპეციალისტებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ვამუშავებთ პროექტებს იუსტიციის სისტემის რეფორმირებისთვის. ბატონი სააკაშვილი ახლა უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და ძალიან დაკავებულია, თუმცა აგვისტოს ბოლომდე ამ თემაზე საუბარი გევქნება“, — განაცხადა მაია სანდუმ.

პრემიერის თქმით, ახლა ქვეყნის ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არის იმისთვის, რომ ექსპერტთა ჯგუფი მიიწვიონ, თუმცა მას საერთაშორისო პარტნიორების დახმარების იმედი აქვს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სააკაშვილმა მხარი დაუჭირა სანდუს მთავრობას და განაცხადა, რომ მზადაა, დაეამაროს და გამოცდილება გაუზიაროს.

 

თემები:
მიხეილ სააკაშვილი (130)

მთავარი თემები