21:33 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
დონალდ ტრამპი

„ის მოკვდა“ − დონალდ ტრამპი შვარცენეგერის სიკვდილს „დაესწრო“

© photo: Sputnik / Irina Kalashnikova
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (333)
1211 0 0

კორესპონდენტის თქმით, პრეზიდენტმა ეს სიტყვები თეთრ სახლში სამიტისას ბრძანა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი გარდაიცვალა, რისი მოწმეც უშუალოდ იყო, წერს Twitter-ზე ჟურნალისტი ჰანტერ უოკერი.

კორესპონდენტის თქმით, პრეზიდენტმა ეს თეთრ სახლში სამიტისას ბრძანა.

​„არნოლდ შვარცენეგერი... იცით, რა? ის მოკვდა. მე იქ ვიყავი“, —  ციტირებს უოკერი ტრამპის სიტყვებს.

ჟურნალისტმა იქვე განმარტა, რომ მსახიობი სინამდვილეში ცოცხალია.

მალე უოკერის პოსტს თავად შვარცენეგერი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ის „ჯერ აქ არის“.

​„მე ჯერ კიდევ აქ ვარ? გსურთ შეადაროთ საგადასახადო დეკლარაციები?“ – დაწერა მსახიობმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ტრამპი პოპულარულ ამერიკულ რეალითი-შოუს Celebrity Apprentice გულისხმობდა, რომელსაც 2015 წლამდე თავად უძღვებოდა, 2017 წელს კი ის შვარცენეგერმა შეცვალა.

თემები:
მსოფლიო დღეს (333)

მთავარი თემები