მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბენიამინ ნათანიაჰუ ირანს უნიკალური იარაღით ემუქრება: ერთადერთი ახლო აღმოსავლეთში

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიბენიამინ ნათანიაჰუ
ბენიამინ ნათანიაჰუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ისრაელმა აშშ-სგან შეკვეთილი 50-დან ცხრა F-35 უკვე მიიღო, ქვეყანა ერთადერთია მთელ ახლო აღმოსავლეთში, ვინც ამგვარ იარაღს ფლობს და პირველია მსოფლიოში, ვინც ისინი ბრძოლაში გამოიყენა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ უახლესი ბომდამშენ-გამანადგურებელი F-35-ის ესკადრილია მოინახულა და ირანს სწორედ მათი გამოყენებით დაემუქრა.

„ირანი ცოტა ხნის წინ განადგურებით ემუქრებოდა ისრაელს. მას უნდა ახსოვდეს, რომ ეს თვითმფრინავები ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერ წერტილს მისწვდებიან, ირანისა და სირიის ჩათვლით“, — ციტირებს ნათანიაჰუს სიტყვებს მისი კანცელარია. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი ირანს „შემაძრწუნებელი ძალითა“ და განადგურებით ემუქრება - დაძაბულობა არ ნელდება

მას შემდეგ, რაც ისრაელმა აშშ-სგან შეკვეთილი 50-დან ცხრა F-35 უკვე მიიღო, ქვეყანა ერთადერთია მთელ ახლო აღმოსავლეთში, ვინც ამგვარ იარაღს ფლობს და პირველია მსოფლიოში, ვინც ისინი ბრძოლაში გამოიყენა.

F-35 პირველი გამანადგურებელია, რომელიც ერთდროულად ზებგერით სიჩქარეს ავითარებს და რადარებისთვის მცირედ შესამჩნევია. ამასთან, აქვს ვერტიკალური აფრენა-დაშვებისა და მოკლე საფრენი ზოლიდან ჰაერში ასვლის უნარი.

ყველა ახალი ამბავი
0