მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქალი ქმარს დახმარებას სთხოვდა და... ციხეში მოხვდა

© photo: Sputnik / Anar Mustafayevქალი ხელბორკილით
ქალი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალმა ქმარს დაუტოვა წერილი, რომელშიც სახლის საქმეებში დახმარებას სთხოვდა - პოლიციამ მას ბრალი წაუყენა „კონტროლში იძულების საფუძველზე“

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. 17 საათით დააპატიმრეს ბრიტანელი ქალი ვალერი სანდერსი მას შემდეგ, რაც მან თავის ბოდიბილდინგით გატაცებულ მეუღლეს სახლის დალაგებაში დახმარება სთხოვა, იუწყება The Sun.

შემთხვევა ნორტ-იორკშირის საგრაფოს სოფელ კატერიკში მოხდა.

ეს ისტორია ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა - სასამართლომ სარჩელი არ განიხილა და სანდერსის უდანაშაულობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

წითელი ვარდი შავ-თეთრ ფონზე - Sputnik საქართველო
შურისძიება ნამდვილ ქართულად, ანუ როცა ასეთი სიყვარულია

სასამართლო განხილვის საგანი გახდა წერილი, რომელიც ქალმა 14 თვის წინ მისწერა მეუღლეს, რომელსაც სახლის საქმეებში დახმარებას სთოვდა. ამის შემდეგ ქალს გამოეცხადა პოლიციის ოთხი ოფიცერი, რომლებმაც მას ბრალი წაუყენეს „კონტროლში იძულების საფუძველზე“. აღმოჩნდა, რომ მამაკაცმა განაცხადა პოლიციაში, რომ მას აკონტროლებდნენ და სახლის დალაგებას მისი ნების საწინააღმდეგოდ აიძულებდნენ.

ბრიტანელი ქალი ასეთ ბრალდებებს აღმაშფოთებელს უწოდებს. მისი მეუღლეც, ერთი წლის შემდეგ უკვე მთლად არ არის დარწმუნებული, რომ პოლიციაში მიმართვა სწორი საქციელი იყო. მაგრამ ის მაინც მიიჩნევს, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„მას უნდოდა, რომ მე ყოველდღე დამელაგებინა და მომევლო ძაღლებისთვის“, - აღშფოთებულია მამაკაცი.

წყვილმა ერთმანეთი 2012 წელს ინტერნეტით გაიცნო. ისინი ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ, მაგრამ მამაკაცმა მალევე დაკარგა სამსახური. ამის შემდეგ ის მთელ დროს ბოდიბილდინგს უთმობდა.

რჩევები ქალებს მამაკაცისგან: როგორ ვმართოთ ძლიერი სქესი >>

ასეთი ცვლილება ქალს არ მოეწონა და ის სთხოვდა მას, ნაკლები სტეროიდი მიეღო და სპორტდარბაზში ნაკლები დრო გაეტარებინა, მაგრამ კაცი მის პირად ცხოვრებაში ამგვარი ჩარევით აღშფოთებული იყო. შედეგად ქალი დააკავეს.

მომხდარის შემდეგ ქალბატონმა სანდერსმა განქორწინება მოითხოვა.

„ციხის საკანში გატარებულმა 17-მა საათმა მისდამი ჩემი სიყვარული მოკლა. ეს ისეთი შვებაა, ყველაფერი დასრულდა“ - აღიარა მან.

ყველა ახალი ამბავი
0