19:27 16 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2210
  • 100 RUB4.5596
  • USD2.8555
ქუინსთაუნი. ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის ცაში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

CC0 / Bernard Spragg. NZ / The Remarkables
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (332)
8501

კატასტროფა ქალაქ მასტერსონის აეროდრომის თავზე მოხდა

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. მსუბუქი თვითმფრინავების პილოტები დაიღუპნენ ახალ ზელანდიაში შეჯახების შედეგად, იუწყება გამოცემა New Zealand Herald.

გამოცემის მონაცემებით, ინციდენტი ქალაქ მასტერსონის აეროდრომ Hood-ის თავზე მოხდა, როდესაც თვითმფრინავები აეროდრომზე ბრუნდებოდნენ. ჰაერში ერთმანეთს შეეჯახა ორი თვითმფრინავი - ერთ-ერთი იყო აეროკლუბის, მეორე კი - სკაიდაივინგის ცენტრის საკუთრება. შემდეგ ორივე ბორტი მიწაზე ჩამოვარდა და დაიწვა.

თვითმხილველმა უამბო გამოცემას, რომ თვითმფრინავების შეჯახებისას გაისმა მკვეთრი ხმა, შემდეგ კი ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

ავარიის ადგილზე გამოცხადდნენ მეხანძრეები და საავარიო სამსახურები, ცეცხლი ჩააქრეს.

თემები:
მსოფლიო დღეს (332)

მთავარი თემები