Ты супер! - ირაკლი ფირცხალავა შოუს ქართველ მონაწილეს შეხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliთეკლა ეკალაძე
თეკლა ეკალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თეკლას თბილისში დაბრუნებამდე Sputnik-მა იგი რუსეთში მოღვაწე ცნობილ მომღერალს - ირაკლი ფირცხალავას შეახვედრა

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. ქართული წარმომავლობის რუსმა მომღერალმა და რადიოწამყვანმა, შოუს - Фабрика Звезд - ყოფილმა მონაწილემ ირაკლი ფირცხალავამ პროექტის „შენ სუპერი ხარ!“ (Ты супер!) ქართველი მონაწილე თეკლა ეკალაძე და მისი ბებია ლალი იმერლიშვილი გოგონას უკეთ გასაცნობად და მისი სამომავლო გეგმების გასაგებად რესტორანში დაპატიჟა.

დავბრუნდები - თეკლა ეკალაძე Ты супер!-ის ფინალში ვერ მოხვდა - Sputnik საქართველო
"დავბრუნდები" - თეკლა ეკალაძე "Ты супер!"-ის ფინალში ვერ მოხვდა

თეკლა ეკალაძე ობოლ ბავშვთა საერთაშორისო ვოკალური შოუს „შენ სუპერი ხარ!“ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ფინალში მოხვედრა ვეღარ შეძლო. თეკლამ ცნობილი ქართული სიმღერა „სულიკო“ შეასრულა. პირველ ტურში მან ნინო ქათამაძის „ქუჩაში ერთხელ“ იმღერა. ჟიურის უკლებლივ ყველა წევრმა მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი, დარბაზმა კი ქართველი მონაწილე მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

თბილისში დაბრუნებამდე თეკლამ მოსკოვში თავის პოპულარულ თანამემამულესთან ერთად ისადილა. მან ფირცხალავას თავისი გამოსვლები აჩვენა და ისაუბრა სიმღერებზე, რომელთა დამუშავებაზეც ფიქრობს, რათა კვლავ წარდგეს ფართო აუდიტორიის წინაშე.

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ფირცხალავასთან შეხვედრა შევძელი. ის შესანიშნავი, ძალიან კეთილი და თბილი ადამიანია. ირაკლიმ რჩევები მომცა, ერთად ვისადილეთ, ვისაუბრეთ. ძალიან სახალისო იყო“, - აღნიშნა თეკლამ.

© Sputnik / Evgeny Biyatovთეკლა ეკალაძე
Ты супер! - ირაკლი ფირცხალავა შოუს ქართველ მონაწილეს შეხვდა - Sputnik საქართველო
თეკლა ეკალაძე

რესტორნის შემდეგ ირაკლი ფირცხალავამ თეკლა „მოსფილმის“ სტუდიაში წაიყვანა და ქართველ და რუს მსახიობებს შეახვედრა. თეკლამ მომღერალ ვიქტორია პიერ-მარისთან, იუმორისტთან და ჯგუფ „ექს-ბბ“-ს ერთ-ერთ შემქმნელთან და ლიდერთან გია გაგუასთან, მომღერალ ალექსანდრ ლომიასთან, ჯგუფ „პრემიერ-მინისტრის“ ყოფილ სოლისტ ჟან გრიგორიევ-მილიმეროვთან ფოტოები გადაიღო.

© Sputnik / Evgeny Biyatovთეკლა ეკალაძე
Ты супер! - ირაკლი ფირცხალავა შოუს ქართველ მონაწილეს შეხვდა - Sputnik საქართველო
თეკლა ეკალაძე

თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლისამ დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო. ოთხი წლის შემდეგ კი ანევრიზმით დედა დაეღუპა. პროექტში „შენ სუპერი ხარ!“ გოგონას მეგზურობას ბებია და მეურვე ლალი იმერლიშვილი უწევდა. 

საერთაშორისო ვოკალური პროექტი „შენ სუპერი ხარ!“ მიზნად ისახავს ობლად დარჩენილი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას და მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას. საქართველო ამ პროექტში უკვე მეორედ მონაწილეობს. პირველ სეზონში საქართველოს წარმომადგენელი იყო ნანა ვარძელაშვილი ქარელიდან.

საერთაშორისო კონკურსს „შენ სუპერი ხარ!“ მართავს ტელეკომპანია НТВ და საერთაშორისო სააგენტო და რადიო „Sputnik“ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0