სჯობს დალიოთ ხშირად და ცოტ-ცოტა, ვიდრე საერთოდ არ დალიოთ - იაპონელი მეცნიერების რჩევა

© photo: Wines of Georgia / FBიაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში შალაურის ღვინის მარანში
იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში შალაურის ღვინის მარანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
არსებობს კიდევ ერთი კვლევა კანადელი მეცნიერებისგან, რომელთა თქმითაც, ერთ ჭიქა წითელ ღვინოში შემავალი რესვერატროლი ერთსაათიან ფიზიკურ ვარჯიშს ანაცვლებს. 

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპირტიან სასმელზე საერთოდ უარის თქმა საჭირო არ არის, ვინაიდან მცირე რაოდენობით მისი მიღება სასიკეთო გავლენას ახდენს ორგანიზმზე. 

1 ჭიქა წითელი ღვინო= 1 საათი ვარჯიში - Sputnik საქართველო
1 ჭიქა წითელი ღვინო=1-საათიან ვარჯიშს, მით უმეტეს, თუ ეს „საფერავია"

დღეში ერთი-ორი ჭიქა ღვინო — ეს ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანის დაახლოებითი ნორმაა. სწორედ ეს ერთი-ორი ჭიქა გვეხმარება ცხიმოვანი ჰეპატოზის თავიდან აცილებაში.  

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასიკეთო ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ სპირტიან სასმელებს მცირე დოზებითა და ხშირად მივიღებთ, ვიდრე თუ საერთოდ არ დავლევთ ან იშვიათად.

„ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ ალკოჰოლი მამაკაცებს ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიის განვითარებისგან იცავს, თუ ჭარბად არ მიიღებენ. სპირტიანი სასმელების ბოროტად გამოყენება კი ციროზსა და ღვიძლის სხვა დაავადებებს იწვევს“, — ამბობენ იაპონელი სწავლულები.

წარსულში ჩატარებული კვლევებით უკვე დადასტურებულია, რომ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება ხელს უწყობს ღვიძლის უჯრედებში ანთების განვითარებას, ხოლო მცირე დოზებით მიღება პირიქით, ამცირებს ანთებების დონეს.

გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი კვლევა კანადელი მეცნიერებისგან, რომელთა თქმითაც, ერთ ჭიქა წითელ ღვინოში შემავალი რესვერატროლი ერთსაათიან ფიზიკურ ვარჯიშს ანაცვლებს. 

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ დღეში ერთი-ორი ჭიქა წითელი ღვინო ადამიანს:

  • იცავს ფსიქიკური დარღვევებისგან;
  • ასტიმულირებს ტვინის მუშაობას;
  • ააქტიურებს იმუნურ სისტემას;
  • არეგულირებს შაქრის რაოდენობას ორგანიზმში;
  • აუმჯობესებს სისხლის შედედების უნარს.

და ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ, თუ „საფერავს“ მიირთმევთ.

ყველა ახალი ამბავი
0