მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩეჩენი მწერალი ჯეიმს კემერონს უჩივის: ვის ეკუთვნის „ავატარი“

© photo: Sputnik / Sayd Tsarnaev / გადასვლა მედიაბანკშიჩეჩენი მწერალი რუსლან ზაკრიევი
ჩეჩენი მწერალი რუსლან ზაკრიევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზაკრიევმა 2015 წელს რამდენჯერმე სცადა შეეტანა სარჩელი სტავროპოლის სასამართლოებში, მაგრამ უარი მიიღო. კანონის თანახმად, მოსარჩელემ ამერიკულ სასამართლოს უნდა მიმართოს საჩივრით.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. ჩეჩენმა მწერალმა რუსლან ზაკრიევმა გროზნოს რაიონულ სასამართლოში ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს კემერონისა და კომპანია 20th Century Fox-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

მწერალი მოითხოვს, რომ ის ფილმ „ავატარის“ სცენარის თანაავტორად ცნონ.

როგორც ზაკრიევი ირწმუნება, ფილმის შემქმნელებმა მთელი ბლოკი გამოიყენეს მისი ფანტასტიკური რომანიდან „საიდუმლო იარაღი“, რომელიც 2002 წელს გამოქვეყნდა. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მწერალი აპირებს მიაღწიოს თანაავტორობას, ასევე სურს მორალური ზიანისთვის ფულადი კომპენსაციაც მიიღოს 10 მლნ რუბლის (დაახლოებით 157 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით. 

ზაკრიევი ამბობს, რომ უკვე დაუკავშირდა და ესაუბრა კემერონის თანაშემწე ტომ კლენსის, რომელმაც კი აღიარა, რომ ფილმისა და რომანის სიუჟეტები იდენტურია, მაგრამ დაამატა, რომ ეს ზაკრიევმა მოპარა იდეა რეჟისორს და არა პირიქით.

„ახლა უბრალოდ ვალდებული ვარ, დავამტკიცო სასამართლოში ჩემი სიმართლე, თორემ გამოდის, რომ ქურდი ვარ“, — აცხადებს ჩეჩენი მწერალი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს მან რამდენჯერმე სცადა შეეტანა სარჩელი სტავროპოლის სასამართლოებში, მაგრამ უარი მიიღო. პრობლემა ისაა, რომ მოპასუხე აშშ-ში ცხოვრობს და მოსარჩელემ, კანონის თანახმად, სწორედ ამერიკულ სასამართლოს უნდა მიმართოს საჩივრით. რუსლან ზაკრიევს მიაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას.

აღსანიშნავია, რომ „ავატარმა“, რომელიც კინოგაქირავებაში 2009 წელს გამოვიდა და რომლის ოფიციალური ბიუჯეტიც 237 მლნ დოლარს შეადგენდა, მსოფლიო გაქირავებიდან 2,7 მლრდ დოლარი მოგება მიიღო. ის ჯერჯერობით კინოს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმია.

 

ყველა ახალი ამბავი
0