17:09 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო

© photo: Sputnik / Sergey Averin
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (759)
72 0 0

საარჩევნო უბნები დილის 8:00 საათზე გაიხსნა - უკრაინის მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტობის ორ კანდიდატს შორის მოუწევთ

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო - ამ პოსტზე იბრძვიან სახელმწიფოს მოქმედი მეთაური პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ ზელენსკი.

ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 8:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

უკრაინის მოქალაქეები ხმის მიცემას თავისი ქვეყნის 33 ათას საარჩევნო უბანზე და ასევე 72 ქვეყნის 101 უბანზე შეძლებენ.

წერეთელი უკრაინის არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მუშაობას გაუწევს კოორდინაციას >>

ხმის მიცემის უფლება უკრაინის 35,5 მილიონ უკრაინის მოქალაქეს გააჩნია.

არჩევნების პერიოდში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აპირებს. უწყების მონაცემებით, სახანძრო და ტექნოგენური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 39 ათასი მაშველი და 2,3 ერთეული ტექნიკა იქნება მობილიზებული.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართა. მასში მონაწილეობა კანდიდატთა რეკორდულმა რაოდენობამ - 39-მა ადამიანმა მიიღო, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტურში გავიდნენ ვლადიმირ ზელენსკი  (30,2%) და პეტრო პოროშენკო (15,9%).

უკრაინის პრეზიდენტს საყოველთაო პირდაპირი კენჭისყრით 5 წლის ვადით ირჩევენ.

არჩევნების ღამე ukraina.ru >>

თემები:
მსოფლიო დღეს (759)

მთავარი თემები