ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გრიპთან ბრძოლის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Petr Chernov / გადასვლა მედიაბანკში"ღორის გრიპი"
ღორის გრიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრიპი მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2019-2030 წლებისთვის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანების დაავადებებისგან დაცვისკენაა მიმართული.

გრიპი ბრუნდება? - საქართველოში მარტში ვირუსის ახალ ტალღას ელოდებიან>>>

სტრატეგიის მთავარი მიზანი - სეზონური გრიპით დაავადების შემთხვევების თავიდან აცილება, ცხოველიდან ადამიანზე ამ დაავადების გადაცემის კონტროლი და გრიპის მორიგი პანდემიისთვის მზადებაა. გრიპის პანდემია მაშინ ხდება, როდესაც გრიპის ახალი ვირუსი ჩნდება, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება და მოსახლეობის უმრავლესობას იმუნიტეტი არ გააჩნია. ვირუსები, რომლებიც ადრინდელ პანდემიებს იწვევდნენ, ცხოველების გრიპის ვირუსებისგან ჩნდებოდნენ.

„პანდემიის საშიშროება არსებობს ყოველთვის... საქმე იმაში არაა, კიდევ ერთი პანდემია იქნება თუ არა, არამედ იმაში, თუ როდის იქნება იგი. ჩვენ ფხიზლად და მომზადებული უნდა ვიყოთ", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გრიპის ვირუსის გავრცელება – მოქალაქეები ნიღბებით დადიან - Sputnik საქართველო
„ღორის გრიპი“ უკან იხევს – ბოლო მონაცემები

გრიპი მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ერთ-ერთი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპით დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანი ავადდება, აქედან 290 ათასიდან 650 ათასამდე ფატალური შედეგით სრულდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაციის ჩატარებას ურჩევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი სტრატეგიის ფარგლებში უნდა გაძლიერდეს ქვეყნების პოტენციალი საზედამხედველო-ეპიდემიოლოგიური, პროფილაქტიკური და გრიპთან ბრძოლის მომზადების კუთხით. ამ მიზნის მისაღწევად თითოეულ ქვეყანაში უნდა იყოს შემუშავებული გრიპთან ბრძოლის სპეციალური პროგრამა. ამასთან, უნდა შემუშავდეს უფრო ეფექტური ინსტრუმენტი დაავადების პროფილაქტიკის, მისი გამოვლინების, კონტროლისა და მკურნალობის თვალსაზრისით .

დეკემბერ-იანვარში საქართველოში H1N1 გრიპის ვირუსი, ე.წ. ღორის გრიპი მძვინვარებდა. ამ სეზონზე H1N1 გრიპისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 ადამიანს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, ასი ათას ადამიანზე ასი დაავადებულია, ხოლო ეპიდემიის დროს ასი ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 450-ს შეადგენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0